საქართველოში შესაძლოა, ეროვნული ლოუკოსტერი შეიქმნას, რომელსაც Wizzair-ზე უკეთესი ფასი ექნება | Allnews.Ge

საქართველოში შესაძლოა, ეროვნული ლოუკოსტერი შეიქმნას, რომელსაც Wizzair-ზე უკეთესი ფასი ექნება

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ბილეთის ფასით კონკურენციას Wizzair-ს გაუწევს. ამის შესახებ ,,ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ პალიტრანიუსის გადაცემაში "პოლიტnews" განაცხადა.

კოდუა ამბობს, რომ მოლაპარაკებების 80% უკვე დასრულებულია და მზაობის შემთხვევაში, საქართველოს დროშის ქვეშ მფრინავი, ორი ეარბასის ბაზა ქუთაისის აეროპორტი გახდება.

,,ეროვნული ლოუკოსტის შექმნის გეგმა გვაქვს და ამჟამად ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. გამომდინარე იქედან, რომ Wizzair-ს ჰქონდა ბაზა და ჰყავდა ორი ბორტი ეარბას-320 თვითმფირნავი, ზუსტად ამის სანაცვლოდ, გვაქვს გეგმა, ისევ ორი ეარბასი დადგეს იქ, ოღონდ ამჯერად ქართული დროშის ქვეშ მფრინავი ქართული კომპანიის.

მთავარია, რომ ეს უნდა იყოს დაბალბიუჯეტიანი. ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს მზაობა. მოლაპარაკება შუალედურ რეჟიმშია ეკონომიკის სამინისტროსთანაც და გვაქვს იმედი, რომ დადებითად გადაწყდება. მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში, საქართველო ისევ იხილავს დაბალბიუჯეტიან კომპანიას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სერვისი იქნება შესაბამისი საერთშორისო სტანდარტის. ამისთვის არსებობს ყველა რესურსი. თვითმფრინავები არის ახალი და ამჟამად იმყოფებიან ამერიკის ტერიტორიაზე და ქართული სახელმწიფოს მზაობის შემთხვევაში. დავიწყებთ ფრენას ქუთაისის აეროპორტიდან.

ჩვენ გავაკვირვებთ მოსახლეობას დაბალი ფასით და კონკურენციას გავუწევთ მათ შორის, Wizzair-ს. ამისათვის საჭიროა ინვესტორის და სახელმწიფოს ერთიანი ნება და ძალისხმევა. ამას მხოლოდ კომპანია ვერ შეძლებს. ჩვენ დავდებთ Wizzair-ზე უკეთეს ფასს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების დარჩენილი 20%-იც დადებითად გადაწყდა. ამ ფასზე მოგვიანებით უფრო მეტი დეტალის თქმას შევძლებთ", - განაცხადა ,,ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელმა.

კოდუამ ასე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორთანაც, თუმცა არა დაბალბიუჯეტიანი ავიარეისებისთვის. მისივე თქმით, დედაქალაქიდან შესრულდება ავიარესის ტორონტოს მიმართულებით, "ეარბას-330" ტიპის თვითმფირნავით.