უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენაზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს Ryanair-თანაც- ნათია თურნავა | Allnews.Ge

უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენაზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს Ryanair-თანაც- ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მისივე თქმით, ფრენების აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს Ryanair-თანაც და საკითხი მიმდინარე წელს გადაწყდება.

„საქართველო ადაპტაციის ეტაპზე გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი აკრძალვების მაგივრად ვაპირებთ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ეკონომიკა პანდემიის პარალელურად იმუშავებს, რაც საზღვრების მეტ გახსნილობას ნიშნავს. ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს, მაგალითად სექტემბერში 90-მდე ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizzair-ის რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით უსაფრთხო მიმართულებებით. ასევე აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს Ryanair-თან თუ რა თანმიმდევრობით აღდგება ფრენები, ესეც ასევე წელს განხორციელდება",-განაცხადა მინისტრმა.