გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 30 სექტემბრამდე ძალაში ტოვებს | Allnews.Ge

გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 30 სექტემბრამდე ძალაში ტოვებს

გერმანია ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ძალაში 30 სექტემბრამდე ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის გამოცემული გაფრთხილება, "არააუცილებელი მოგზაურობისგან" კორონავირუსის საფრთხის გამო თავი შეიკავონ, სექტემბრის ბოლომდე გაახანგრძლივოს.

ცნობისათვის, გერმანიამ სასაზღვრო შეზღუდვები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის 15 ივნისიდან მოხსნა.