და თქვენ როგორ ისვენებთ პანდემიის დროს?- ნახეთ ლიეტუველი მოგზაურის სახალისო გამოწვევა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა | Allnews.Ge

და თქვენ როგორ ისვენებთ პანდემიის დროს?- ნახეთ ლიეტუველი მოგზაურის სახალისო გამოწვევა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ზაფხულში დასვენება კიდევ ერთი თავსატეხი აღმოჩნდა. შექმნილი მდგომარეობის ფონზე ადამიანების დიდმა ნაწილმა წელს დასვენება ვერ მოახერხა.

დანარჩენებმა კი გადაწყვიტეს არდადეგები საკუთარ სახლში, სოფელსა თუ აგარაკზე მოეწყოთ.

მათ შორის არის ლიეტუველი ჟურნალისტი და მოგზაური ლიუდას დაპკუსი, რომელმაც სოციალურ ქსელში ახალი გამოწვევა დაიწყო- ის გამომწერებს მოუწოდებდა შეედარებინათ თუ როგორ ატარებდნენ არდადეგებს გასულ წელს და რას საქმიანობენ ახლა პანდემიის დროს.

გამოწვევა ნამდვილად სახალისო აღმოჩნდა და სოციალურ ქსელებში მას ათასობით გამოხმაურება მოჰყვა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.