რა თანხა დაკარგა მსოფლიო ტურიზმმა კორონავირუსის გამო | Allnews.Ge

რა თანხა დაკარგა მსოფლიო ტურიზმმა კორონავირუსის გამო

ტურისტული სექტორის დანაკარგები კორონავირუსის პანდემიის გამო წელს 320 მილიარდი დოლარია, 120 მილიონი სამუშაო ადგილი კი საფრთხის ქვეშ დადგა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რა დროსაც წარადგინა ანგარიში ტურისტული სექტორის დაზიანებაზე პანდემიის გამო

"მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ტურისტული მოგზაურობების ორმაგად შემცირდა, ხოლო სექტორის დანაკარგმა 320 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჯამში კი 120 მილიონი სამუშაო ადგილი დადგა საფრთხის ქვეშ ამ სექტორში", - განაცხადა გუტიერეშმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ტურისტული სექტორის აღდგენა, თუმცა ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესების დაცვითა და გარემოს გაფრთხილებით. მანვე აღნიშნა, რომ ჰაერის დაბუნძურება ავტომობილების გამონაბოლქვისგან ისევ შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუ ტურიზმის აღდგენა ეკოლოგიის უგულებელყოფით მოხდება.