როგორ გამოიყურება სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა

მრავალი წელია, თბილისთან ერთად, ბათუმი საქართველოს წამყვან ტურისტულ ზონად იქცა, შესაბამისად, გაიზარდა რესტორნების, კაფეების, ბარების და რაც მთავარია, სასტუმროების რაოდენობა.

საინტერესო ფაქტია, რომ ტურისტების ნაწილს სტანდარტულად დასვენება აღარ აკმაყოფილებს და სასტუმროსაც კი ისეთს ეძებს, საიდანაც საინტერესო მოგონებებს წაიღებს. სწორედ ამიტომ გახდა ბოლო პერიოდში ბუტიკის ტიპის სასტუმროები პოპულარული. ჩვეულებრივი სასტუმროსგან განსხვავებით, მათი ნომრები არა სტანდარტული, არამედ ექსკლუზიურია და არსად არ მეორდება, აქ უფრო მეტადაა დაცული სტუმრის კონფიდენციალურობა და მომსახურების ინდივიდუალური სტილია დანერგილი.

ბათუმში მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმრო Tapis Rouge Vip Boutique-ში გვიამბობენ, რომ მათი სასტუმროს განსხვავებული ინტერიერი, ექსტერიერი, ინდივიდუალური მომსახურება, კონფიდენციალურობა და საუკეთესო ადგილმდებარეობა გახდა ის ფაქტორები, რის გამოც ტურისტები მათზე აჩერებენ არჩევანს.

"ხშირად, ჩვენი სასტუმროს საინტერესო ინტერიერის, კომფორტისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების გამო სარგებლობენ ცნობილი სახეები, ბლოგერები, დიპლომატები, ბიზნესმენები და ა.შ. თუმცა ჩვენს დამსვენებელთა შორის არის, ასევე ოჯახები, მეგობრები, რომანტიული წყვილები და უბრალოდ ის ტურისტები, ვისაც სურს რესპექტაბელური დასვენება, მყუდრო, ლამაზ და დიზაინერულ გარემოში", - განმარტავს სასტუმროს დირექტორი ნათია დოლიძე.

myquiz