რა დაგიჯდებათ დასვენება წელს საქართველოს მთის კურორტებზე? | Allnews.Ge

რა დაგიჯდებათ დასვენება წელს საქართველოს მთის კურორტებზე?

ზაფხულში ზღვის ანალოგიურად, დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს მთის კურორტებიც. ბაკურიანში, გუდაურში, ბორჯომსა და მესტიაში დამსვენებლები უკვე არიან. როგორც საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხდეს, ივლის-აგვისტოში თითქმის ყველა ნომერი დაჯავშნილია.

გუდაურში მდებარე საოჯახო სასტუმრო "ხის სახლში" „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ივლის-აგვისტოში ნომრები თითქმის მთლიანად დაჯავშნილია.

„რაც შეეხება ფასებს, ქართველებისთვის სხვა ფასი გვაქვს, უცხოელებისთვის კი სხვა. უცხოელის შემთხვევაში ერთი ღამე ერთ ადამიანზე 60 ლარია, მაგრამ თუკი მთლიანი სახლის აღება სურთ, მაშინ 400 ლარი იქნება გადასახადი. ქართველებისთვის კი 350 ლარია. ზაფხულში წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს. უცხოელებიდან ძირითადად არაბები ჩამოდიან”, – აღნიშნა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას საოჯახო სასტუმროს "ხის სახლის" მფლობელმა.

„ჩემი სასტუმრო გუდაურამდე 10 კილომეტრშია. ზამთარში 120 ლარად, ზაფხულში 80 ლარად ვაქირავებ 4 ადამიანზე. ჩემთან ძირითადად უცხოელები მოდიან - რუსები, ესპანელები, ჩეხები, უკრაინელები და ა.შ“ - განაცხადეს „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას საოჯახო სასტუმრო „ზვიადის სახლში“.

რაც შეეხება ბაკურიანს, აქ საოჯახო სასტუმროში ერთი ღამის გატარება მინიმუმ 20 ლარი ღირს, ფასი კი კომფორტის მიხედვით იზრდება.

„ზაფხულში ჯავშნებით გვაქვს დატვირთული. ჩვენი საოჯახო სასტუმროა და უფრო მეტად ქართველები მოდიან. საერთო ჯამში უცხოელები მხოლოდ 10%-ია. ზაფხულში ყველაზე დატვირთული პერიოდი 20 ივლისიდან 20 აგვისტომდეა.“ - განაცხადეს „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას „პრემიერ ჰაუსში“.

სვანეთში საოჯახო სასტუმროებში ერთ ადამიანს ღამეში მინიმუმ 40 ლარის გადახდა მოუწევს. ზოგიერთი სასტუმროს შეთავაზებაში მანქანით მომსახურება, ცხენით გასეირნება და კვალიფიციური გამყოლების მომსახურებაც შედის. როგორც ადგილობრივები „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, სვანეთს ხშირად უცხოელები სტუმრობენ. იხილეთ გაგრძელება

myquiz