ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას გეგმავს | Allnews.Ge

ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას გეგმავს

თბილისის მიმართულებით პარიზიდან 2019 წლის აპრილიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France გეგმავს, - ამის შესახებ "ტავ ჯორჯიადან" გვაცნობეს. მათივე ცნობით, მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კოპმპანია, "ტავ ჯორჯიას" შორის უკვე ბოლო ეტაპზეა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

"დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz