10 საუკეთესო ქალაქი, სადაც წელს შობა უნდა გაატაროთ | Allnews.Ge

10 საუკეთესო ქალაქი, სადაც წელს შობა უნდა გაატაროთ

შობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაულია, ამ პერიოდში მსოფლიოს არაერთი ქალაქი განსაკუთრებით გამორჩეულად გამოიყურება. მართალია, ეს ის დღესასწაულია, რომელსაც სახლში უნდა შეხვდეთ ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა, საშობაო არდადეგებზე მოგზაურობაც არანაკლებ კარგი გადაწყვეტილებაა.

გთავაზობთ 10 ყველაზე ლამაზ ქალაქს, სადაც წელს საშობაოდ უნდა იმოგზაუროთ:

1. ნიუ-იორკი

ალბათ ეს არც გაგიკვირდებათ, რომ ნიუ-იორკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია შობის გასატარებლად. ამ ქალაქს ხომ არასდროს სძინავს. ნიუ-იორკში აუცილებლად უნდა იხილოთ "როკფელერების საშობაო ნაძვის ხე", უნდა ეწვიოთ საშობაო ბაზრობას იუნიონ-სკვერზე და უნდა გამოსცადოთ თქვენი თავი საციგურაო მოედანზე ბრაიანტ პარკში.

2. ტოსკანა, იტალია

თუ თქვენ ბავშვებთან ერთად აპირებთ მოგზაურობას, მაშინ ტოსკანა საუკეთესო ადგილია, ვინაიდან აქ საშობაო ღონისძიებებზე ბავშვებიც გაერთობიან. კერძოდ, შეგიძლიათ სანტა-კლაუსს სოფელს მონტეპულჩანოსს ეწვიოთ, სადაც სანტას სასახლეა, ასევე სათამაშოების ქარხნის გამოფენა და მინიატურული ცხენების რანჩო.

3. დასავლეთ ვირჯინია, აშშ

დასავლეთ ვირჯინია შესაძლოა არ იყოს პირველი ქალაქი, რომელიც საშობაო არდადეგების დაგეგმვისას გაგახსენდებათ, ეს იმიტომ რომ სავარაუდოდ თქვენ არ ხართ ნამყოფი საშობაოდ „გრინბრაიერში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ისტორიული სასტუმროა. სწორედ ამ სასტუმროში აშშ-ის 26 პრეზიდენტი გაჩერებულა. ამ სასტუმროს შენობაში 100-ზე მეტი საშობაო ნაძვის ხის, 120 000 ნათურის, 2000-ზე მეტი საშობაო ყვავილისა და დიდი რაოდენობით საშობაო კერძებსა და ღონისძიებების ხილვის საშუალება გექნებათ.

4. ლონდონი, ინგლისი

საშობაოდ ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქად ლონდონია მიჩნეული. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ საშობაო ბაზრობებს, ისრიალოთ ყინულის მოედანზე და იშოპინგოთ სავაჭრო ცენტრებში.

5. სენ-ბართელმი, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძული

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ამ კუნძულს ქარიშხალი "ირმა" დაატყდა თავს, იგი საშობაოდ მაინც გამორჩეულად გამოიყურება ხოლმე. ეს კუნძული დამსვენებელს სთავაზობს რესტორნების დიდ არჩევანს.

6. ლაპლანდია, ფინეთი

არის თუ არა იმაზე სასიამოვნო რამ ვიდრე ლაპლანდიაში შობის გატარება? ეს ქალაქი ხომ სანტა-კლაუსის ოფიციალურ სამშობლოდაა მიჩნეული და იგი მართლაც ისე გამოიყურება, როგორც სანტას საცხოვრებელი. ბავშვები აქ შეხვდებიან ელფებს, იყიდიან დეკორატიულ ნამცხვრებს. უფროსები კი იხილავენ ჩრდილოეთის ციალს და იმოგზაურებენ ჰასკებთან ერთად.

7. სანკტ-პეტერბურგი

ამ ქალაქში შობა განსაკუთრებით ლამაზია, წელიწადის ამ დროს ერთმანეთს ერწყმის თოვლი და ისტორიული შენობები. მოგზაურები ტურისტებს სთავაზობენ იყიდონ მარიინსკის თეატრის ბილეთები და იხილონ რუსული ბალეტი.

8. მალტა

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ პატარა ქვეყანაში საშობაოდ შესაძლოა თოვლი ვერ იხილოთ, თუმცა, დაათვალიერებთ ბაროკოს სტილში აგებული ტაძრები, სადაც შობის ღამეს უამრავი ადამიანი ესწრება წირვას. შეხვდებით მგალობელთა გუნდებს, რომლებიც მთელი ღამე გადაადგილდებიან ქუჩებში.

9. ნიურემბერგი, გერმანია

მსოფლიოში ვერავინ აწყობს ისეთ საშობაო ბაზრობებს, როგორც გერმანიაში, განსაკუთრებით კი ნიურემბერგში. ნიურემბერგის საშობაო ბაზრობა 1628 წლიდან იღებს სათავეს. აქ 180-ზე მეტ სტენდს იხილავთ. ეს ქალაქი მდიდარია მუზეუმებითაც და უძველესი არქიტექტურით.

10. ბეთლემი, ისრაელი

იმათთვის, ვისაც სურს იმ ადგილს ეწვიოს, სადაც ქრისტე იშვა, მაშინ ბეთლემში უნდა გაემგზავროთ. აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეუერთდეთ საშობაო წირვას და იხილოთ მგალობლები, რომლებიც ქუჩაში გალობენ.

myquiz