მსოფლიოს ყველაზე ფერადი ქალაქები - იხილეთ ფოტოები
ბევრი ნათელი ფერი ჩვენს ცხოვრებასაც ალამაზებს და აფერადებს - ასე ფიქრობენ ალბათ იმ ქალაქების მკვიდრნი, რომლებიც ყველაზე მეტი ფერადოვნებით გამოირჩევიან მსოფლიოში. ამჯერად რამდენიმე ასეთ ქალაქს გაგაცნობთ.
სენტ-ჯონსი, კანადა

სენტ-ჯონსი ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციების დექალაქია და თანაც, კანადის ერთ-ერთი ძველი ქალაქი. მისი ისტორია 1400 წლიდან იწყება. სენტ-ჯონსი მსოფლიოში პირველ რიგში ამ ფერადოვნებით არის ცნობილი.
ვროცლავი, პოლონეთი

პოლონეთის ისტორიული ოლქის, ქვედა სილეზიის დედაქალაქი ვროცლავი მართლა გამოირჩევა სილამაზით. ამ ფერად ქალაქში ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა.
ბუენოს-აირესი, არგენტინა

ბუენოს-აირესის სტუმრებს ლა-ბოკას რაიონი ყველაზე მეტად იზიდავთ, არა მხოლოდ აქ მდებარე მუზეუმით, არამედ სწორედ ამ ლამაზი ფერებით. ქუჩები აქაური მხატვრების მიერ არის მოხატული.
ვალპარაისო, ჩილე

ეს საპორტო ქალაქი ჩილეს ისტორიული და კულტურული ცენტრია. აქ ბევრი მუზეუმი და ტაძარია. სანაპირო ზოლი კი ქალაქის ყველაზე ლამაზი ნაწილია.
კოპენჰაგენი, დანია

დანიის დედაქალაქი განსაკუთრებულად სახელგანთქმულია ამ ფერადოვნებით. მე-17 საუკუნის არხის, ნიხავნის გასწვრივ შენობები სხვადასხვაფრად არის შეღებილი და საოცარ სანახაობას ქმნის.