ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, შვეიცარიაში ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებს თვეში 2215 ევროს გადაუხდიან | Allnews.Ge

ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, შვეიცარიაში ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებს თვეში 2215 ევროს გადაუხდიან

რეჟისორმა რებეკა პანიანმა უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. შვეიცარიულ სოფლის რაინაუს მოსახლეებს ის ყოველთვიურად 2215 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ Süddeutsche Zeitung წერს.

ექსპერიმენტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში 1300-კაციანი სოფლის მოსახლეები უპირობო შემოსავალს მიიღებენ. ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმობა 848 ადამიანმა განაცხადა.

ექსპერიმენტის ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ ფულს მხოლოდ ის მიიღებს, ვინც საბაზო შემოსავალზე ნაკლებს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ 2215 ევრო საშუალო სტატისტიკური შვეიცარიელის ხელფასის 60%-ს უდრის.

ამ ექსპერიმენტის საშუალებით მკვლევარებს ადამიანის ქცევის შესწავლა სურს - ექნება თუ არა საბაზო შემოსავლის მქონე ადამიანს სამსახურის ძებნის სტიმული. სოციალური ექსპერიმენტის გასატარებლად საჭირო თანხის მოძიება ქრაუდფანდინგის საშუალებით იგეგმება.

myquiz