შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც ავსტრალიაში ძლიერი სიცხის შედეგებს ასახავს | Allnews.Ge

შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც ავსტრალიაში ძლიერი სიცხის შედეგებს ასახავს

ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში ახლა ისეთი ძლიერი გვალვაა, როგორიც ქვეყნის ყველაზე ასაკოვან მოსახლეობასაც კი არ ახსოვს. ამ ზამთარს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წვიმა თითქმის არ ყოფილა და მინდვრები მზისგან გადამწვარ მიწად გადაიქცა.

ავსტრალიის თავზე დატრიალებული უბედურების მასშტაბების შეფასება ფოტოების დახმარებით თავად შეგიძლიათ, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ფოტოგრაფმა დევიდ გრეიმ ჩიტის ფრენის სიმაღლიდან გადაიღო. რომ არ იცოდეთ სად და როგორ არის აღნიშნული ფოტოები გადაღებული სავარაუდოდ, იფიქრებდით, რომ ეს აბსტრაქტული კადრებია, ფერების ყველაზე მოულოდნელი შეხამებით.

ქალაქ უოლჯეტის სიახლოვეს მდებარე საძოვარზე, რომელიც ფერმერ მეი მაკ-კაუნს ეკუთვნის, მხოლოდ ეს მარტოდ მდგარი ხე გადარჩა. ის წყლის მიწისქვეშა წყაროს სიახლოვეს იზრდება.
ძლიერი გვალვის შდეგად ახალი სამხრეთ უელსის შტატის ტერიტორიის 98% და კვინსლენდის შტატის 2/3 დაზარალდა. ამ შტატებში მცხოვრები ფერმერები იძულებულები არიან საქონლისთვის საკვები სხვა რეგიონებში შეუკვეთონ. საბოლოო ჯამში საქონლის ყოლა მოცემული მომენტისთვის მათ ძალიან ძვირი უჯდებათ.
რთულად დასაჯერებელია, თუმცა ეს ახალ სამხრეთ უალსში ქალაქ ტამუორტის სიახლოვეს მდებარე საძოვარია. ის ფერმერ ტომ ვულასტონს ეკუთვნის. ფოტოზე ჩანს ძროხა, რომელმაც წყურვილი დაიკმაყოფილა და წყლით სავსე ავზს შორდება.

"მეჩვენება, რომ აღარაფრის გაკეთება შემიძლია გარდა საქონლის გამოკვებისა და ლოდინისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, მეჩვენება რომ გვალვა ყოველთვის ჩემზე ერთი ნაბიჯით წინაა"- ამბობს ტომ ვულასტონი.
ავსტრალიის ხელისუფლებამ გვალვისგან დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად 1 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა. ბევრი ფერმერი აღიარებს, რომ მსგავსი ძლიერი გვალვა არ ახსენდება.
"აქ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცხოვრობ და მეჩვენება, რომ ეს გვალვა კიდევ დიდხანს გაგრძელდება"- ამბობს ფერმერი ეშ უიტნი.
ფულის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება გამოყოფს ფერმერებისთვის, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაში იხარჯება, რომლებიც მოსავლის დაკარგვის გამო ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან.
მიმდინარე წლის ზაფხული ავსტრალიაშიც ძალიან ცხელი გამოდგა. დეკემბერ-თებერვალში საერთოდ რეკორდი დაამყარეს. 7 იანვარი სიდნეიში ბოლო 79 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა - ჰაერის ტემპერატურამ 47,3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მეტეოროლოგების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისი ავსტრალიისთვის 2002 წლის შემდეგ ყველაზე გვალვიანია. ავსტრალიაში მოყვანილი მოსავლის თითქმის მეოთხედი ახალ სამხრეთ უელსის შტატზე მოდის, ამიტომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გვალვამ ქვეყნის ეკონომიკას საგრძნობი დარტყმა მიაყენა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტერნბული, რომელმაც გვალვისგან დაზარალებული რეგიონები ივნისში მოინახულა, მიიჩნევს, რომ ქვეყნის ამ ნაწილში კლიმატი სულ უფრო მშრალი ხდება, ნალექი კი სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი.

myquiz