უიშვიათეს ვიდეოჩანაწერში ჩანს, მამაკაცი რომელიც 22 წელია ამაზონის ჯუნგლებში სრულიად მარტო ცხოვრობს | Allnews.Ge

უიშვიათეს ვიდეოჩანაწერში ჩანს, მამაკაცი რომელიც 22 წელია ამაზონის ჯუნგლებში სრულიად მარტო ცხოვრობს

ამაზონში მცხოვრები იშვიათი ტომის ერთადერთი ცოცხლადდარჩენილი წევრისთვის ვიდეოს გადაღება გახდება შესაძლებელი. მას "დედამიწაზე ყველაზე მარტოსულ ადამიანს უწოდებენ". 50 წლის მამაკაცი ამაზონის ბრაზილიის ნაწილში უკვე 22 წლის განმავლობაში ცხოვრობს. მისი ტომის სხვა წევრები ადგილობრივი ბანდიტების ხელით დაიხოცნენ. კადრები, რომლებზეც მამაკაცია ასახული, სათანადოდ მკვეთრი და მკაფიო არ არის, თუმცა მასზე მაინც შეიძლება ძლიერი საშუალო სიმაღლის მამაკაცის გარჩევა, რომელიც ხეს ნაჯახით ჭრის. კადრები ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის საკითხებში სახელმწიფო სააგენტომ (FUNAI-მ) გაავრცელა, ბიბისი-ს თქმით, ის უკვე მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა.

FUNAI ამ ადამიანს თვალს 1996 წლიდან ადევნებს. იქამდე, სანამ ის ცოცხალია, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რონდონიას შტატში ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია. გარდა ამისა, ტერიტორიაზე გადაადგილება უცხო პირთათვის შეზღუდულია.

"ბრაზილიის სააგენტომ მუდმივად უნდა ამტკიცოს, რომ ეს ადამიანი არსებობს და ის ცოცხალია"- ამბობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Survival International-ის თანამშრომელი ფიონა უოტსონი, რომელიც მთელ მსოფლიოში მკვიდრი მოსახლეობის დაცვითაა დაკავებული.

"გარდა ამისა, ამ კადრების გავრცელებას პოლიტიკური მოტივიც აქვს. ბრაზილიის კონგრესში აგრობიზნესის გავლენა დიდია და სააგენტოს არაერთხელ შეუმცირეს ბიუჯეტი. ქვეყანაში ძლიერი შეტევა მიდის მკვიდრი მოსახლეობის უფლებებზე"- ამბობს ფიონა უოტსონი.

კიდევ რა არის ცნობილი ამ ადამიანის შესახებ?

ეს ჩალის სახლი 2005 წელს არის გადაღებული

მამაკაცის ცხოვრებას ანთროპოლოგები სწავლობდნენ. ამერიკელმა ჟურნალისტმა მონტე რილმა კი მას მთელი წიგნი მიუძღვნა - "უკანასკნელი ტომიდან: ეპიკური კამპანია მარტოსული ადამიანის გადასარჩენად ამაზონში".

ოფიციალური კლასიფიკაციით მამაკაცი "უკონტაქტოების" კატეგორიას ეკუთვნის - მას არასდროს არ ჰქონია გარე სამყაროს არც ერთ წარმომადგენელთან კონტაქტი( ან კომუნიკაციის ფაქტებ უბრალოდ არ ყოფილა დაფიქსირებული). მიიჩნევა, რომ ის უკანასკნელია იმ ექვსკაციანი ჯგუფიდან, რომლებსაც თავს 1995 წელს ადგილობრივი ფერმერები დაესხნენ. ჯერ კიდევ არავინ იცის არც ამ ტომის სახელი და არც ის ენა, რომელზეც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.

myquiz