იხილეთ ბათუმში მდებარე სასტუმროების 10 ყველაზე ძვირად ღირებული ნომერი | Allnews.Ge

იხილეთ ბათუმში მდებარე სასტუმროების 10 ყველაზე ძვირად ღირებული ნომერი

საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენება ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მიუხედავად ამისა, ზღვის სეზონზე მაღალი დონის სასტუმროები დამსვენებელთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. ALLNEWS.GE ბათუმში არსებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ყველაზე ძვირად ღირებული ნომრების ჩამონათვალს გთავაზობთ. ფასები მოცემულია Booking.com-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით.

Euphoria Batumi Convention & Casino Hotel – "ეიფორია ბათუმი" თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმროა, სადაც 415 სხვადასხვა ტიპის ნომერია განთავსებული. სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული საპრეზიდენტო ნომერია, რომლის ღირებულებაც 7 384 ლარია. საპრეზიდენტო ნომერი 200 კვ.მ-ია. იგი ზღვისა და ბულვარის ხედითაა.

Sheraton Batumi Hotel - ბათუმის ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში. სასტუმროში განთავსებულია რამდენიმე რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, სპა, საცურაო აუზი, კაზინო. Sheraton Batumi Hotel-ის ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ფასი 6 687 ლარია.

JRW Welmond Hotel - სანაპირო ზოლიდან ფეხით 5 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. სასტუმროში განთავსებულია ფიტნეს დარბაზი, კაზინო, აუზი და რესტორანი. სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული საპრეზიდენტო ნომერია, რომლის ღირებულება 2050 დოლარის ექვივალენტია ლარში. ნომრის საერთო ფართი 170 კვ.მ-ია.

The Grand Gloria Hotel - ბათუმის აკვაპარკიდან 400 და დელფინარიუმიდან 1.7 კმ მანძილზე მდებარეობს, სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ფასი 1 154 ლარია.

Hilton Batumi - მდებარეობს ქალაქის ცენტრში, 6 მაისის პარკიდან 100 მეტრში და ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში. სასტუმროში რესტორანი და ფიტნეს ცენტრია განთავსებული, სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ფასი 1059 ლარია.

Hotel Intourist Palace - სანაპიროდან ფეხით 4 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. ეს არის ძველი სასტუმრო, რომელიც განახლდა 2006 წელს. მდებარეობს ნინოშვილის ქუჩაზე. სასტუმროს აქვს საცურაო აუზები, საუნა, ფიტნეს დარბაზი, ჯაკუზები, რესტორნები. სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ფასი 900 ლარია.

Radisson Blu Hotel Batumi - მდებარეობს ნინოშვილის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროდან ფეხით 5 წუთის მანძილზე. სასტუმროს მეცხრამეტე სართულზე რესტორანია განთავსებული. სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ფასი 780 ლარია.

Colosseum Marina Hotel - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა" ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირას მდებარეობს. მის განკარგულებაშია საკუთარი პლაჟი და მიმდებარე კეთილმოწყობილი ტერიტორია. 10-სართულიანი All inclusive კონცეფციის სასტუმრო 101 ნომერს აერთიანებს. სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ღირებულება 300 დოლარის ექვივალენტი ლარშია.

Divan Suites Batumi - სასტუმრო ბათუმის ძველ უბანში. სასტუმროს აქვს სპა და ფიტნეს ცენტრი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროში ყველაზე ძვირად ღირებული ნომრის ფასი 661 ლარია.

Wyndham - მდებარეობს ბათუმის შუაგულში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე. სასტუმროში 146 კეთილმოწყობილი ნომერია განთავსებული. სასტუმროს აქვს რესტორანი, ფიტნეს ცენტრი და სამორინე-კაზინოც. სასტუმროში ორკაციანი ნომრის ღირებულება 588 ლარია.

myquiz