შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ან­მა ერთი კვი­რით სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე კო­რურტზე 500 ლა­რად და­ის­ვე­ნოს? | Allnews.Ge

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ან­მა ერთი კვი­რით სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე კო­რურტზე 500 ლა­რად და­ის­ვე­ნოს?

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი - სად გავატაროთ შვებულების დღეები?

AMBEBI.GE დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა წელს, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანმა ერთი კვირით საქართველოს რომელიმე კორურტზე 500 ლარად დაისვენოს.

როგორც ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ია თაბაგარმა აღნიშნა, ამ ფასად შესაძლებელია დასვენება, თუმცა, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროებია განთავსებული.

ამ მხრივ კი არჩევანი საკმაოდ დიდია, როგორც მთაში, ისე ზღვაზე. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი დღე-ღამეში 20-50 ლარამდე მერყეობს და ხშირად, საუზმესაც ითვალისწინებს.

"500 ლარად ერთი კვირით დასვენება ნამდვილად შესაძლებელია, როგორც სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში ისე შავი ზღვის სანაპიროზე, ოღონდ, თუ სასტუმროს ზღვიდან ცოტა მოშორებულ ტერიტორიაზე მოძებნით. ასე, რომ დაახლოებით 500 ლარად ადამიანი დასვენებას ძალიან ბევრ ადგილას შეძლებს საქართველოში" - უთხრა AMBEBI.GE-ს თაბაგარმა. მისივე თქმით, წელს კურორტებზე ფასების ზრდა არ შეიმჩნევა და შარშენდელის ანალოგიურია.

"ჩვენი დაკვირვებით სასტუმროებში ფასები არ გაძვირებულა. უმეტეს ადგილებში იგივეა, რაც შარშან იყო. ახლა აჭარის სეზონის ბუმია, როგორც წესი, სეზონის დასაწყისში არის მაღალი ფასები და მერე რეგულირდება. თუმცა, 500 ლარად ბათუმში და კვარიათში დასვენება შეუძლებელია - იქ სასტუმროები ძვირია. მაგრამ გონიოს ზედა მხარეს შეიძლება, რაღაც გამოიძებნოს.

საზღვარგარეთ თუ საქართველოს ფარგლებში - სად აპირებს საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა შვებულების გატარებას

ამ ფასში, მაგალითად, გუდაურში და ბაკურიანშიც ვერ მოახერხებთ დასვენებას, რადგან იქაც აქცენტი მაღალი დონის და შესაბამის ძვირიან სასტუმროებზე კეთდება. ასევეა კახეთი, იქაც დასვენება ძვირია, რადგან საოჯახო ტიპის სასტუმროები არ არის. ხოლო 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენება საკმაოდ ძვირია", - გვითხრა თაბაგარმა. მისივე თქმით, ერთი კვირით ბათუმში დასვენებისთვის დაახლოებით 1000 ლარია საჭირო.

საქართველო მდიდარია კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. არსებობს სამკურნალო მიმართულების 2 400-ზე მეტი მინერალური წყალი, ამას გარდა, ქვეყანაში 103 კურორტია. ამგვარად, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამსვენებელს დიდი არჩევანი აქვს. საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ფასების მხრივაც.

მათ, ვისაც აქტიური დასვენება სურთ, შეუძლიათ შიდა ტურებით ისარგებლონ.
არაერთი ტურ-ოპერატორი მსურველს რამდენიმედღიან ტურებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ისტორიული ადგილების მონახულება და გართობა. მაგალითად, სამდღიანი ტურები თუშეთსა და სვანეთში, საშუალოდ 150-250 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, გომის მთაზე 2-დღიანია დასვენება 60 ლარი დაგიჯდებათ. განაგრძეთ კითხვა

myquiz