ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ელექტრომატარებელი იმოძრავებს | Allnews.Ge

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ელექტრომატარებელი იმოძრავებს

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ელექტრომატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება.

"სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს. მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25. ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს - სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთა ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატებაც", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz