რომელია 10 ყველაზე ლამაზი ტბა საქართველოში - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

რომელია 10 ყველაზე ლამაზი ტბა საქართველოში - იხილეთ ფოტოები

საქართველო უნიკალური ბუნებით და ლანდშაფტის მრავალფეროვნებით რომ გამორჩეულია, ეს ახალი არ არის. ქვეყანაში უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტს შეუძლია ნახოს როგორც მთები, ზღვა, ნაკრძალები, მღვიმეები და ალპური ზონები, ასევე არაერთი ლამაზი ტბაც. საქართველოს ყველა რეგიონი ტბებითაც მდიდარია.

გთავაზობთ 10 ყველაზე ლამაზ ტბას, რომელიც საქართველოში მდებარეობს

1. რიწის ტბა - იგი აფხაზეთში მდებარეობს და საქართველოში ყველაზე ღრმა ტბაა.

2. მწვანე ტბა - იგი ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. მას მწვანე შეფერილობა აქვს, რის გამოც მწვანე ტბას ეძახიან.

3. პალიასტომის ტბა - იგი ფოთთან ახლოს, ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, რომელზეც ნავით გასეირნება განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებში.

4. ტობავარჩხილი - იგი წალენჯიხის რაიონში მდებარეობს. ამ ტბაში თევზი არ არის, თუმცა, მისი სილამაზე ყველას ხიბლავს.

5. ფარავნის ტბა - იგი ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბაა და ნინოწმინდის რაიონში მდებარეობს.

6. ტაბაწყური - ტაბაწყური ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარე სოფელია, რომლის ერთი ნაწილი შეჭრილია ტბაში.

7. ლევანის ტბა - იგი გაუდინარი მყინვარული ტბაა, რომელიც ჯავახეთში მდებარეობს.

8. ბატეთის ტბა - იგი მეწყრული წარმოშობის ტბაა ქარელის მუნიციპალიტეტში. ბატეთის ტბა გამოირჩევა სილამაზით წელიწადის ოთხივე სეზონზე.

9. აბუდელაურის ტბა - ეს მყინვარული ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

10. გრძელი ტბა - იგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

myquiz