6 ქვეყანა, რომელსაც აეროპორტი არ აქვს | Allnews.Ge

6 ქვეყანა, რომელსაც აეროპორტი არ აქვს

სხვა ქვეყანაში გამგზავრებისას პირველს რასაც ვაკეთებთ, თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნაა, თუმცა საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ქვეყანაში, სადაც მივდივართ, აეროპორტი საერთოდ არ არსებობს?

BusinessInsider-ი გთავაზობთ ქვეყნებს, რომელთაც აეროპორტი არ აქვთ:

რომის შუაგულში მდებარე პატარა ქალაქ-სახელმწიფოში, ვატიკანში აეროპორტი არ არის, თუმცა აქ მოხვედრა იტალიის დედაქალაქიდან ძალიან მარტივია. იგივე პრინციპია სან მარინოში მოგზაურთა მსურველთათვის, რადგან მათ იტალიიდან სან მარინოში გადასვლა თავისუფლად შეუძლიათ.

გარდა მოგზაურთათვის ამ ცნობილი მიმართულებებისა, კიდევ რამდენიმე ულამაზეს და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყანაში გაგიკვირდებათ და აეროპორტი საერთოდ არ არსებობს. ესენია:

მონაკო

მონაკო ვატიკანის შემდეგ ერთ-ერთი ქვეყაზე პატარა ქვეყანაა, სადაც სამოგზაუროდ საფრანგეთის ქალაქში, ნიცაში მდებარე კოტ დაზურის საერთაშორისო აეროპორტიდან უნდა გადახვიდეთ.

ნიციდან მონაკოში გადასვლა კი თითქმის იმდენივე დროის მოითხოვს, რამდენსაც თბილისის ცენტრიდან მეზობელ ქალაქში, რუსთავში მოხვედრა, რადგან მანქანით ამ ციცქნა ქალაქში 25 წუთში მოხვდებით.

ლიხეტენშტეინი

ლიხტენშტეინში შეგიძლიათ, შვეიცარიაში მდებარე გალენ-ალტენჰინის აეროპორტიდან მოხვდეთ. აეროპორტიდან ლიხტენშეინის დედაქალაქამდე 38 კილომეტრია.

ანდორა

თუ გავითვალისწინებთ, რომ ანდორა პირენეის მთებზე მდებარეობს, აქ აეროპორტის აშენება ნამდვილად რთული უნდა იყოს, ამიტომ ანდორაში მოსახვედრად ესპანეთიდან და საფრანგეთიდან მიდიან.

ანდორასთან ყველაზე ახლო მიმართულება ესპანეთში კოსტა-ბრავას აეროპორტია.

აღსანიშნავია, რომ აერპოპორტი არც პალესტინის ტერიტორიაზეა, ამიტომ ქვეყანაში ისრაელიდან უნდა მოხვდეთ.