აფრიკის კონტინენტს ორად გაყოფა ემუქრება | Allnews.Ge

აფრიკის კონტინენტს ორად გაყოფა ემუქრება

კენიაში უზარმაზარი ბზარი გაჩნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა მსჯელობა იმის შესახებ, რომ აფრიკა ორ ნაწილად გაიყოფა, ამის შესახებ Forbes-ი წერს. ბზარი ზომაში ზრდას განაგრძობს, რაც ნაროკის ოლქში ძლიერი წვიმითაა განპირობებული. მოსაზრება, რომ აფრიკის კონტინენტი შესაძლოა ორად გაიყოს მიწის სიღრმეში არსებულ ცხელ მაგმას უკავშირდება. არსებული მოსარებით სწორედ ეს ცხელი მაგმა ცდილობს აფრიკის კონტინენტის გახლეჩას მის აღმოსავლეთ ნაწილში. საბედნიეროდ აღნიშნულ პროცესს მილიონობით წელი დასჭირდება.

კონტინენტის ორად გაყოფა მსოფლიოს ისტორიაში უცხო მოვლენა სულაც არ არის. მაგალითისთვის ატლანტიკის ოკეანე სწორედ ამ პროცესის შედეგად გაჩნდა. აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე დაკვირვებისას ალბათ გიფიქრიათ რომ ისინი იდეალურად შეუერთდებოდა ერთმანეთს, სწორედ იმიტომ ერთ დროს ეს ორი კონტინენტი შეერთებული იყო და ბუნებრივი პროცესების გამო დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

სად იყო საქართველო რუკაზე 300 მილიონი წლის წინ? - იხილეთ რუკები

მოსალოდნელია, რომ აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც უკვე 25 მილიონი წელია მიმდინარეობს, ინდოეთის ოკეანეში კუნძული გაჩნდება, რომელიც ეთიოპიის, ტანზანიის, სომალისა და კენიას ტერიტორიას მოიცავს.

myquiz