1-ელი აპრილიდან საუდის არაბეთში მოგზაურობა მარტივდება | Allnews.Ge

1-ელი აპრილიდან საუდის არაბეთში მოგზაურობა მარტივდება

საუდის არაბეთი პირველი აპრილიდან ყველა მსურველს ტურისტულ და ბიზნეს ვიზებს გამარტივებულად მისცემს.

ამ დროისთვის ქვეყანაში ასობით ათასი მორწმუნე მუსლიმი ემზადება ჩასასვლელად, რომლებიც წმინდა ქალაქ მექასა და მედინაში ვიზიტს გეგმავენ, თუმცა ტურისტული ვიზები მხოლოდ ძალიან მცირე ჩამონათვალის ქვეყნის მოქალაქეებზე გაიცემა. ასევე მოქმედებს მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ქვეყნის მონახულება მხოლოდ აკრედიტირებული ტურისტული კომპანიის დახმარებით, ასევე სასტუმროს ჯავშანი მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილ სასტუმროებში და სხვა.

გარდა ამისა, არაბეთში ვიზა იაფი არ არის, ერთჯერადი ვიზის მისაღებად თქვენ 700 დოლარი უნდა გადაიხადოთ, ხოლო მრავალჯერადი ვიზისთვის კი 950 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

დაახლოებით ერთ თვეში კი ვიზების გაცემა დაიწყება იმ ქვეყნებზე, სადაც არ არის აკრძალული საუდის არაბეთში ვიზიტი.
ამ გზით საუდის ხელისუფლება აპირებს ეკონომიკის სტიმულირებას და ნავთობდამოკიდებულების შემცირებას. მათი გათვლებით უკვე 2030 წლისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების პირობებში ქვეყანა 30 მილიონამდე ტურისტს მიიღებს.

გაიცანით საუდის არაბეთის პრინცესა, რომელიც ქალების თანასწორობისთვის იბრძვის

ქვეყნის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ვიზის მოსაკრებლის ახალი ფასი განსაზღვრული არ არის, მაგრამ ის იქნება მაქსიმალურად დაბალი, ვინაიდან აქედან მიღებული შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტში ძალიან მცირეა, ვიდრე ტურისტების მიერ დახარჯული თანხიდან შემოსავალი.

წყარო: bpn.ge

myquiz