საოცნებო სამსახური: ბაჰამის კუნძულებზე ფლამინგოებთან ერთად სეირნობისთვის გადაგიხდიან | Allnews.Ge

საოცნებო სამსახური: ბაჰამის კუნძულებზე ფლამინგოებთან ერთად სეირნობისთვის გადაგიხდიან

ბაჰამის კუნძულებზე მდებარე 3-მილიარდიანი მეგა-კურორტი "ბაჰა მარი" ახალ თაამშრომელს ეძებს. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად ეკონომიკის დარგში მაგისტრის ხარისხი არ გჭირდებათ, რადგან არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კურორტის ახალი ბინადრების, ფლამინგოების, მოვლა მოგიწევთ. თანამდებობასაც, შესაბამისად, ფლამინგოების მთავარი ოფიცერი ჰქვია.

ფრინველები კურორტზე ამ გაზაფხულზე ჩაჰყავთ, ამიტომ თადარიგს იჭერენ და ახალ თანამშრომელს ეძებენ. თუ ბაჰამის კუნძულებზე ფლამინგოებთან ერთად სეირნობა და ამაში ანაზღაურების მიღება საკმარისად დამაჯერებლად არ ჟღერს, მაშინ გეტყვით, რომ ეს თქვენი ოფისი იქნება.

მაგრამ იქამდე სანამ წახვალთ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების წერას დაიწყებთ, გეტყვით, რომ ბაჰამას კუნძულებზე ახალი თანამდებობის დასაკავებლად საკმაოდ დიდი გამოცდილება გჭირდებათ.

ფლამინგოების მთავარი ოფიცრის პოზიცია ხელმისაწვდომია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის მსოფლიოში, თუმცა ამ, ერთი შეხედვით, მარტი საქმის შესრულებისთვის დამსაქმებელი ზოოლოგიის ან ნებისმიერი მომიჯნავე სფეროს ცოდნის დამადასტურებელ ხარისხს ითხოვს, სულ მცირე, ბაკალავრს და ეგზოტიკური ფრინველების მოვლის 5-წლიან გამოცდილებას.

იდეალურ შემთხვევაში, კანდიდატს, ყველაფერთან ერთად, ადამიანებთან კომუნიკაციის კარგი უნარები უნდა ჰქონდეს, რადგან მას კურორტის ვიზიტორებისთვის ფლამინგოების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოუწევთ.

თუ ფიქრობთ, რომ ის უნარები გაქვთ, რომელიც ფლამინგოების მთავარ ოფიცერს ესაჭიროება, შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ http://bahamar.com, კარიერის სექტორს დააკლიკოთ და აპლიკაცია შეავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 28 თებერვალია.

myquiz