რა შეიძლება ვნახოთ საუდის არაბეთში მოგზაურობის დროს - ფოტოგრაფი თავის გამოცდილებას გვიზიარებს | Allnews.Ge

რა შეიძლება ვნახოთ საუდის არაბეთში მოგზაურობის დროს - ფოტოგრაფი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსანახულებელი ქვეყანა იყო არამუსლიმი ვიზიტორებისთვის, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ მოაქედებდა ტურისტული ვიზა. მხოლოდ მუსლიმებს, რომლებიც ყოველწლიურ პილიგრიმულ მსვლელობაში, ჰაჯიში იღებდნენ მონაწილეობას, ჰქონდათ ქვეყანაში შესვლის უფლება.

რეალოაბა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის არაბული კომისიის თავმჯდომარემ, პრინცმა სულთან ბინ სალმან ბინ აბდულაზიზმა გამოაცხადა, რომ საუდის არაბეთი ტურისტული ვიზის გაცემას 2018 წლის პირველ მეოთხედში დაიწყებდა.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებდა ტურისტული ვიზები ფოტოგრაფმა ერიკ ლაფორგმა ერთ-ერთი მათგანის მოპოვება შეძლო. საუდის არაბეთში ორკვირიანმა მოგზაურობამ მას კონსერავტული ქვეყნის კულტურის აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

ფოტოგრაფი გვაფრთხილებს, რომ იქამდე სანამ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ფეხს დავადგამთ, არ დაგვავიწყდეს, სახლში დავტოვოთ შემდეგი ნივთები

• ნებისმიერი სახის ალკოჰოლი, მათ შორის ალკოჰოლის შემცველობის შოკოლადი

• არამუსლიმური რელიგიური დანიშნულების ნივთები

• ღორის ხორცის შემცველობის პროდუქტები

• პორნოგრაფიული წიგნები

• აზარტული თამაშები

myquiz