იხილეთ ყველაზე ციცაბო ფერდობზე აშენებული ფუნიკულიორის გზა | Allnews.Ge

იხილეთ ყველაზე ციცაბო ფერდობზე აშენებული ფუნიკულიორის გზა

შვეიცარიაში გაიხსნა ფუნიკულიორის რკინიგზა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ციცაბო ფერდობს მიუყვება. სპეციალურად შექმნილი ცილინდრული ვაგონები ისეა შექმნილი რომ მგზავრები ვერტიკალურ პოზიციაში დარჩნენ.

რკინიგზა 110 მეტრის სიმაღლეზე ადის და 100 მეტრიან მანძილს ფარავს. ვაგონი ქალაქ შვიციდან გამოდის და ალპურ სოფელ სტუსში მიდის, სადაც სამანქანო გზა არ არსებობს. მგზავრობას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.

რკინიგზა 14 წლის განმავლობაში შენდებოდა ანუ დაგეგმილზე 2 წლით მეტხანს და 53 მილიონი დოლარი დაჯდა.

მთიან შვეიცარიაში სადაც მოსწავლეები ყოველ დღე სკოლამდე მისასვლელად საბაგირო გზას იყენებენ, ახალი რკინიგზა დასახლებების აქტიურ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.

myquiz