სოფელი შვეიცარიაში, სადაც საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში ოჯახებს 70 000 დოლარს სთავაზობენ | Allnews.Ge

სოფელი შვეიცარიაში, სადაც საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში ოჯახებს 70 000 დოლარს სთავაზობენ

მთის სუფთა ჰაერი, თვალწარმტაცი ხედები, ბევრი მზიანი დღე, თერმული კურორტი - შვეიცარიული სოფელი ალბინენი, სადაც ამ ყველაფრით ტკბობა შეიძლება, მოსახლეობის დეფიციტს განიცდის და სოფელში დასახლების მსურველებს მატერიალურ სტიმულირებას სთავაზობს.

ალბინენი - პატარა, არაფრით გამორჩეული შვეიცარიული სოფელია, რომელიც ვალეს კანტონში მდებარეობს. ხვალ, 30 ნოემბერს მისი მოსახლეობა გადაწყვეტს, გადაუხდიან თუ არა ისინი ფულს ნებისმიერ ადამიანს, ვინც სოფელში მინიმუმ 10 წელი იცხოვრებს.

შვეიცარიულმა კომპანიამ სუფთა ჰაერის ექსპორტი დაიწყო

ალბინენის მოსახლეობა ამდროისთვის 240 ადამიანს შეაგდენს. ბოლო წლებში სოფელი დაღმასვლას განიცდის, რამაც სოფლიდან ხალხის გადინება გამოიწვია.

ძირითადად სოფელს ახალგაზრდა ოჯახები ტოვებენ. სახლების უმეტესობა მხოლოდ დასასვენებლად გამოიყენება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელი 3 ოჯახმა დატოვა, სოფლის სკოლას 8 მოსწავლე დააკლდა, რის გამოც ის დახურეს.

სოფელში დარჩა მხოლოდ 7 ბავშვი, რომლებიც ახლა 20 კილომეტრში მდებარე სკოლაში დადიან. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ითხოვს მიიზიდოს სოფელში ხალხი, რათა ის არ დაცარიელდეს.

როგორ გავხდეთ შვეიცარიის მოქალაქე

ხელისუფლებამ ასეთი გამოსავალი მოიფიქრა: ოთხსულიანი ოჯახი, რომელიც ალბინენში სახლის ყიდვას ან აშენებას გადაწყვეტს, თითოეული ზრდასრულისთვის 25 ათას დოლარს, თითოეული ბავშვისთვის კი 10 000 დოლარს მიიღებს.

მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო. "აქციით" სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ 45 წელს მიუღწეველ პირებს. მათ აუცილებლად უნდა იცხოვრონ სოფელში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში. ნაყიდი ან აშენებული სახლის მინიმალური ღირებულება 202 ათას დოლარს უნდა შეადგენდეს. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა - მსურველები სოფელში მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ. თუ ისინი სოფლიდან წასვლას გადაწყვეტენ, მათ ფულის დაბრუნება მოუწევთ.

"ეს სოფლის მომავალში შეტანილი ინვესტიციაა, - ამბობენ ადგილობრივები. - ახალგაზრდა ოჯახები სოფელში სიცოცხლეს და აღმშენებლობას შეიტანენ. ისინი გადასახადებს გადაიხდიან, ახალი სახლის მშენებლობაში ჩადებენ ფულს ან უკვე აშენებულს იყიდიან, ადგილობრივ მაღაზიებში დახარჯავენ ფულს. შეიძლება, სოფლის სკოლამ ისევ განაახლოს მუშაობა".

სამწუხაროდ, სოფელში არც თუ ისე ბევრი სამუშაო ადგილია, მაგრამ ალბინენიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე ქალაქები სიონი და ვიში მდებარეობს.

myquiz