ჭიათურაში ახალი მღვიმე აღმოაჩნეს | Allnews.Ge

ჭიათურაში ახალი მღვიმე აღმოაჩნეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პერევისას აღმოსავლეთ საზღვარზე, პროექტ "გაიცანი ჭიათურას" საექსპედიციო ჯგუფმა ახალ კარსტულ მღვიმეს მიაკვლია. "ჯგუფის წევრებმა დეტალურად გამოიკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა, დაამუშავეს აქამდე არსებული ლიტერატურული და სამეცნიერო წყაროები, არსად ამ მღვიმის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული. მღვიმე დაახლოებით 100 მეტრამდე სიგრძისაა და ძნელად მისასვლელ კლდის ფერდობზე მდებარეობს.

ობიექტი მდიდარია ნაღვენთი ფორმებით. მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება ადგილზე სპეციალისტების ჩასვლა და მღვიმის საფუძვლიანი შესწავლა", - განაცხადა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფიის დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა.

მისივე თქმით, ახალაღმოჩენილი მღვიმისათვის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

myquiz