ქართული პასპორტი მსოფლიო რეიტინგში - რამდენ ქვეყანაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ გამგზავრება | Allnews.Ge

ქართული პასპორტი მსოფლიო რეიტინგში - რამდენ ქვეყანაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ გამგზავრება

აზიის ყველაზე ძლევამოსილმა პასპორტმა "პასპორტის მსოფლიო ინდექსის" მსოფლიო რეიტინგში ევროპულ პასპორტებსაც აჯობა და ლიდერ პოზიციაზეა. სინგაპურის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 159 ქვეყანაშია შესაძლებელი.

საქართველო ამ რეიტინგში 43-ე ადგილს იყოფს მონტენეგროსთან, მოლდოვასთან და მარშალის კუნძულებთან ერთად. მისი მაჩვენებელია 105, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 105 ქვეყანასთან აქვს.

გლობალური საფინანსო ორგანიზაცია Arton Capital-ის რეიტინგში სინგაპურის პასპორტმა უკან ჩამოიტოვა გერმანული პასპორტი, რომელთან ერთადაც ის პირველ ადგილს იყოფდა წინა წელს. ამას კი ხელი შეუწყო პარაგვაის გადაწყვეტილებამ, რომელმაც სინგაპურთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო, შესაბამისად სინგაპური გახდა ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს 159 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა, გერმანიას კი 158 ქვეყანასთან.

სწორედ ამ მაჩვენებლით იზომება პასპორტების ინდექსში ქვეყნების რეიტინგი. წაიკითხეთ მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი პასპორტების პირველი ათეული.

myquiz