ევროპის ქვეყნებში ქართულ სანომრე ნიშანზე შეზღუდვა არ არსებობს | Allnews.Ge

ევროპის ქვეყნებში ქართულ სანომრე ნიშანზე შეზღუდვა არ არსებობს

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა არამხოლოდ თვითმფრინავის, არამედ კუთვნილი ავტომობილის მეშვეობითაც შეგვიძლია, რადგან ავტომობილის ქართულ სანომრე ნიშანზე აკრძალვა არცერთ სახელმწიფოში არ არსებობს.

საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს" ინფორმაციით, ყველა ქვეყანას, საქართველოს მსგავსად, უცხოური ნომრებით გადაადგილების დროის ლიმიტი აქვს დაწესებული (საქართველოში უცხოური ნომრების მქონე ავტომობილებით გადაადგილების უფლება 3 თვის განმავლობაში ეძლევათ), შესაბამისად, ქვეყნის შიდა რეგულაციის შესაბამისად, სასურველ ქვეყანაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილების უფლება გაქვთ.

ევროკავშირსა და შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან არის შესაძლებელი.

myquiz