კვირიკაშვილის სიურპრიზი ჰოლანდიელ ტურისტს - ვინ იყო მე-6 000 000-ე ვიზიტორი საქართველოში | Allnews.Ge

კვირიკაშვილის სიურპრიზი ჰოლანდიელ ტურისტს - ვინ იყო მე-6 000 000-ე ვიზიტორი საქართველოში

საქართველოში ჩამოსული მე-6 მემილიონე ადამიანი ჰოლანდიელი სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა.

ვიდეორგოლში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა, ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს. ჯასპერს მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას.

ვიდეორგოლთან ერთად შეიქმნა ინტერნეტპორტალი www.hostme.ge, სადაც ონლაინ-რეჟიმში საქართველოში მცხოვრები მომხმარებლების მიერ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება.

 

myquiz