ქვეყანა, სადაც არ არიან მიუსაფარი ბავშვები - რატომ არის ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესო? | Allnews.Ge

ქვეყანა, სადაც არ არიან მიუსაფარი ბავშვები - რატომ არის ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესო?

ფინეთი არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ იცავს ბავშვთა უფლებებს. ახალშობილს დაბადებიდანვე აძლევენ პასპორტს და მას აღიქვამენ, როგორც ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეს. ფინელ მშობლებს არ აქვთ უფლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვს უყვირონ, ბავშვის ცემა კი სოლიდური ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.

ფინეთში არ არიან მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს.

საბავშვო ბაღში სწავლის უფლება ყველა ბავშვს 10 თვის ასაკიდან აქვს. ბავშვთა კვება ბაღებში უფასოა.

ადრეული სააღმზრდელო დაწესებულებები მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზეც, ისინი ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანატოლებს, რისი წყალობითაც ადრეულ ასაკშივე ახერხებენ ფუნქციების აღდგენას.

6 წლის ასაკიდან ბავშვს თამაშით აწვდიან აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, რომელიც მას პირველ ეტაპზე, სასკოლო პროგრამის ასათვისებლად დასჭირდება.

ფინეთში სჯერათ, რომ ბავშვები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ სკოლამდელ ასაკში ბუნებრივად უნდა აითვისონ ორი ენა.

სასკოლო განათლების პრინციპებია:

  • ყველა ბავშვი თანაბარია
  • კომერციას სკოლაში ადგილი არ აქვს
  • სასკოლო წიგნები და ნივთები უფასოა
  • სასკოლო სადილი უფასოა
  • მოსწავლეთა სატრანსპორტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი ფარავს
  • მასწავლებლებს ყველა ენდობა
  • ბიუროკრატია მინიმუმამდეა დაყვანილი
  • ფინეთში 9-წლიან სკოლაში არ არსებობს არანაირი სელექცია

1990-იანი წლებში, ფინელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მოსწავლეების შესაძლებლობებისა და კარიერული უპირატესობების მიხედვით ჯგუფებად განაწილებაზე

მოსწავლეს შეუძლია გამოცდაზე მოიტანოს ნებისმიერი სახელმძღვანელო, წიგნი, მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტში. მნიშვნელოვანია არა დაზეპირებული ტექსტების რაოდენობა, არამედ ის, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს სახელმძღვანელოს ან ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და არსებული პრობლემის გადასაჭრელად ყველა აუცილებელი რესურსის ათვისება.

ფინელ ბავშვებს სკოლაშივე ასწავლიან იმას, თუ რა არის გადასახადები, ბანკები, ცნობები. მაგალითად, სკოლაში ბავშვებს ასწავლიან, რომ თუკი ბებია, დედა ან დეიდა მემკვიდრეობას დაუტოვებს, მას მოუწევს სხვადასხვა გადასახადების გადახდა.

კლასში ჩარჩენა სამარცხვინოდ არ ითვლება, იმიტომ რომ სკოლის შემდგომი ცხოვრებისთვის საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო.

ყველა ფინურ სკოლაში არის პედაგოგი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში. ის ბავშვის შესაძლებლობებს იკვლევს, მათი გემოვნების შესაბამისად უმაღლესი სასწავლებლის არჩევაში ეხმარება და თითოეული მოსწავლის მომავლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

მოსწავლეები თავად მიდიან ასეთ პედაგოგთან, ისევე როგორც ფსიქოლოგთან. ეს ნებაყოფლობითია, და არა სავალდებულო.

ფინურ სკოლებში გაკვეთილის დროს მოსწავლეს შეუძლია არ მოუსმინოს მასწავლებელს და დაკავდეს თავისი საქმით. მაგალითად, თუ ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი აჩვენებს სასწავლო ფილმს, მაგრამ მოსწავლეს არ სურს ფილმის ყურება, მას შეუძლია აიღოს ნებისმიერი წიგნი და წაიკითხოს. მთავარია, ხელს არ უშლიდეს სხვებს.

მასწავლებლების აზრით, "მთავარია მოტივირება და არა სწავლის დაძალება".

ყოველთვიურად კურატორი მშობლებს მოსწავლის მოსწრების ფურცელს უგზავნის. დღიურები მოსწავლეებს არ აქვთ.

ამასთან, ფინეთში გამოსაშვები გამოცდები სავალდებულო არაა. საკონტროლო და შუალედური გამოცდების დანიშვნა უშუალოდ მასწავლებლის პრეროგატივაა.