ქვეყნები, სადაც ტურისტების გატაცება ხშირია - რჩევები მათ, ვინც ამ ქვეყნებში აპირებს წასვლას | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც ტურისტების გატაცება ხშირია - რჩევები მათ, ვინც ამ ქვეყნებში აპირებს წასვლას

ქვეყნებში, სადაც ადამიანების გატაცების ბევრი შემთხვევა ფიქსრიდება, ხშირად ტურისტები მაინც ჩადიან. ეს ამ ქვეყნების ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარეობს. ასეთი ქვეყნებია მაგალითად, მექსიკა, ინდოეთი, ვენესუელა და სხვა. ამ სახელმწიფოებში ადამიანის გატაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. გთვაზობთ ამ ქვეყნების ჩამონათვალს და რჩევებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ მოგზაურობისას.

1. მექსიკა

2013 წელს მექსიკაში 1583 გატაცების ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, მსგავსი შემთხვევების 99 პროცენტი ოფიციალურად აღრიცხული არ არის.

მექსიკის ნებისმიერ რეგიონში შეიძლება გაგიტაცონ, თუმცა, გატაცების ყველაზე დიდი შანსია ქალაქ ტამპიკოში, ხუარესსა და ტიხუანაში. აქ იტაცებენ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივებსაც.

რჩევა: შეეცადეთ იაროთ კარგად განათებულ ქუჩებში და არ იმგზავროთ "არაოფიციალური" ტაქსით.

2. ჰაიტი

2012 წელს ამ ქვეყანაში 162 გატაცების ფაქტი დაფიქსირდა.

საკურორტო ზონების გარდა, ამ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში არსებობს გატაცების საფრთხე. მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ჰაიტის მცხოვრებლები არიან.

რჩევა: იმგზავრეთ თქვენი სასტუმროს ავტობუსით. თუ ქალაქის დათვალიერება გსურთ, დაიქირავეთ ადგილობრივი სანდო გიდი.

3. ბრაზილია

2012 წელს ამ ქვეყანაში გატაცების დაახლოებით 1000 შემთხვევა დაფიქსირდა.

გატაცების ფაქტები ყველაზე მეტად ქალაქებში სან-პაულუსა და რიო-დე-ჟანეიროში ხდება. ძირითადად იტაცებენ მდიდარ ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს. ტურისტები გატაცების მსხვერპლნი იშვიათად ხდებიან. გატაცების დიდი ნაწილი ფინანსურ მოტივებს უკავშირდება.

რჩევა: გამტაცებლების მსხვერპლი კარგად ჩაცმული ადამიანები ხდებიან, რომლებიც პორტუგალიურად ვერ საუბრობენ.

4. ფილიპინები

2013 წელს ფილიპინებში 150 ადამიანი გაიტაცეს.

გატაცების შემთხვევები ძირითდად ზამბოანგას რეგიონში და კუნძულ მინდანაოზე ხდება. სწორედ აღნიშნული ტერიტორიები გამოიჩევა ულამაზესი სანაპიროებით.

აქ ძირითდად უცხოელ ტურისტებს იტაცებენ. ხშირ შემთხვევაში ჩინელ, ამერიკელ, ავსტრალიელ და ევროპელ ვიზიტორებს. გამტაცებლები სეპარატისტული რადიკალური დაჯგუფების "აბუ საიაფის" წევრები და მეკობრეები არიან.

რჩევა: თავი აარიდეთ ფილიპინების სამხრეთ რეგიონში ვიზიტს. ჩრდილოეთ და ცენტრალური რეგიონები კი შედარებით დაცულია.

5. ინდოეთი

2010 წელს ამ ქვეყანაში 2 975 გატაცების ფაქტი დაფიქსირდა. აქ ყველა რეგიონი საფრთხის შემცველია, ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ხარ. ბავშვების გატაცების შემთხვევები ინდოეთში ყველაზე ხშირია. ამასთან არის იმ ინდოელების გატაცების შემთხვევიც, რომლებიც საშუალო კლასს მიეკუთვნებიან. უცხოელებისა და ტურისტების გატაცების რისკები ყველაზე ნაკლებია.

ინდოელი გამტაცებლების მიზანს ადამიანების მოკლვა არ წარმოადგენს, მათი მიზანია ფინანსური სარგებლის მიღება. ამასთან მათთან მოლაპარაკება ხშირ შემთხვევაში მარტივია.

რჩევა: არ გამოაჩინოთ ძვირადღირებული ნივთები. მაგალითად "აიპოდი" და სხვა.

6. კოლუმბია

2013 წელს ამ ქვეყანაში 292 გატაცების ფაქტი დაფიქსირდა.

აქ გატაცებები ძირითადად მთიან ადგილებში, ჯუნგლებსა და პლანტაციებში ხდება. თუ ქალაქში ივლით, საფრთხე ნაკლებად გემუქრებათ.

გატაცებულების მსხვერპლი არის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელიც. გატაცების მიზანს ძირითდად გამოსასყიდის მიღება წარმოადგენს.

თავდასხმებს კოლუმბიაში შეიარაღებული დაჯგუფება "ფარკი" ახორციელებს.

რჩვეა: თუ კოლუმბიაში აპირებთ ჩასვლას, გაიჩინეთ ადგილობრივი მეგობარი. ქალაქები უფრო უსაფრთხოა. ეცადეთ, რომელიმე ბართან, კლუბთან ან რესტორანთან ახლოს იყოთ.

7. ვენესუელა

ამ ქვეყანაში წლიურად საშუალოდ 2000 გატაცების ფაქტი ფიქსირდებოდა. თუმცა, 2005 წლის შემდეგ მთავრობამ აღნიშნული სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა.

აქ ნებისმიერ ადგილას არის გატაცების საფრთხე. ვენესუელა ლათინური ამერიკის რეგიონში ყველაზე საშიშ ქვეყნად მიიჩნევა. დედაქალაქ კარაკასში მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მსოფლიოში.

აქ ძირითდად საშუალო და მაღალი ფენის მოქალაქეებს იტაცებენ.

2000-იან წლებში მაშინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ციხიდან ათასობით კრიმინალი გამოუშვა. სწორედ ისინი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ჯგუფებად, რომლებიც ადამიანებს გამოსასყიდის მიღების მიზნით, დღემდე იტაცებენ.

რჩევა: არ მოტყუვდეთ და არ გაყვეთ ადამიანს, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო საუზმეს მსოლიოში.

მომზადებულია thrillist.com-ის მიხედვით

myquiz