ქართველი მწერლების გიგანტური ქანდაკებები სოფელ სნოში
ილია ბელორუსი ფოტოგრაფია, რომელიც მჟამად გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
საქართველოში მოგზაურობისას მან ფირზე საქართველოს ბუნება და ხალხი აღბეჭდა. ფოტოგრაფის ყურადღება განსაკუთრებით, სოფელმა სნომ და იქ განლაგებულმა გიგანტურმა ქანდაკებებმა მიიქცია.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი, ზღვის დონიდან 1 760 მეტრზე მდებარეობს და ბევრმა არც კი იცის, რომ იქ, ღია ცის ქვეშ, ქართველი მწერლებისა და პოეტების: შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის გიგანტური სკულპტურებია განთავსებული.