აუროვილი- უჩვეულო ქალაქი, სადაც რელიგიისა და პოლიტიკის გარეშე ჰარმონიაში ცხოვრობენ | Allnews.Ge

აუროვილი- უჩვეულო ქალაქი, სადაც რელიგიისა და პოლიტიკის გარეშე ჰარმონიაში ცხოვრობენ

საერთაშორისო ქალაქი აუროვილი იგივე, "ცისკრის ქალაქი" ინდოეთის სამხრეთით მდებარეობს. იგი 1968 წელს დაარსდა და ამჟამად იუნესკო-ს ეგიდით ვითარდება.

ქალაქის დამაარსებლის მირა ალფასას განცხადებით, ის უნდა გახდეს მაგალითი ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნისა, სადაც პოლიტიკური და რელიგიური უპირატესობების გარეშე იცხოვრებენ.

2018 წლის მონაცემებით ქალაქში, 45 ქვეყნის წარმომადგენელი, 2 814 ადამიანი ცხოვრობს. აუროვილის მოსახლეობის უმეტესობა ინგლისურად, ფრანგულად და ინდურად (ჰინდი) საუბრობს.

ინდოეთის მთავრობის აქტის თანახმად, აუროვილს სამთავრობო ორგანიზაცია Auroville Foundation აკონტროლებს. ფორმალურად ეს ორგანიზაცია აუროვილის მცხოვრებთა საკუთრებას წარმოადგენს.

აუროვილის მთავარი ღირსშესანიშნაობა მატრიმანდირია, შენობა რომელსაც მედიტაციისა და იოგის პრაქტიკისათვის იყენებენ. იგი არ მიეკუთვნება რომელიმე რელიგიას.

ნაგებობა სფეროს ფორმისაა და ოქროსფერი ფირფიტებითაა დაფარული. მატრიმანდირი ფრანგი არქიტექტორის, როჟე ანჟეს პროექტის საფუძველზე ააშენეს.

800px-the-matrimandir-in-auroville-tamil-nadu-india-1633680221.jpg