BTU-ს ახალი AI აგენტები პროფესიული სამუშაოსთვის | Allnews.Ge

BTU-ს ახალი AI აგენტები პროფესიული სამუშაოსთვის

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უკვე მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემით აღარ შემოიფარგლება. ახალი თაობის AI აგენტებს შეუძლიათ ადამიანთან ერთად მუშაობა, კონკრეტული პროფესიის ცოდნის გამოყენება და მათთვის მიცემული სამუშაოების შესრულება.

სწორედ ამ მიმართულებით იწყებს მუშაობას BTU AI აგენტების აკადემია, სადაც პროფესიული AI აგენტები გადიან სპეციალიზებულ მომზადებას კონკრეტული პროფესიისთვის - მენეჯმენტში, მარკეტინგში, HR-ში, სამართალში, გაყიდვებში, კვლევასა და სხვა მიმართულებებში. მაგალითად, მენეჯმენტის აგენტის მომზადება ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების, ბიზნესსკოლებისა და პროფესიული ინსტიტუტების აკადემიურ და პროფესიულ მასალებს, კვლევებსა და თანამედროვე მეთოდოლოგიებს, ასევე სფეროს მნიშვნელოვან სამეცნიერო მასალებსა და რეალურ ბიზნესქეისებს.

განსაკუთრებული უპირატესობა - ცოდნა საქართველოს შესახებ

პროფესიულ საერთაშორისო ცოდნასთან ერთად, BTU-ში მომზადებული აგენტები იღებენ საქართველოს შესახებ ფართო ცოდნასაც - ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის, კომპანიების, სექტორების, მომხმარებლების, რეგიონების, ბაზრის სპეციფიკისა და ადგილობრივი რეალობის შესახებ. ამის საფუძველია საქართველოს შესახებ შექმნილი დიდი ციფრული ცოდნის ბანკი, რომელიც აერთიანებს მონაცემებს, კვლევებს, ანალიტიკას, ბიზნესინფორმაციას, რეგიონულ და სექტორულ მასალებს, ასევე კომპანიებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ცოდნას.

აგენტი შეიძლება ფლობდეს ფართო პროფესიულ ცოდნას, მაგრამ რეალურ სამუშაოში ხშირად საჭიროა იცოდეს, საქართველოში როგორია მომხმარებელი, როგორია ბაზარი, როგორ მუშაობს კონკრეტული სექტორი, რა ხდება რეგიონებში და როგორია ადგილობრივი ბიზნესგარემო.

BTU AI აგენტების აკადემიის მიზანია სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი მიმართულების გაერთიანება - მსოფლიო დონის პროფესიული ცოდნა და საქართველოსთვის აუცილებელი ცოდნა.

აგენტის ცოდნის მასშტაბი

AI აგენტისთვის ხელმისაწვდომი პროფესიული ცოდნის ბაზა შეიძლება მოიცავდეს დიდი მოცულობის პროფესიულ მასალას - მათ შორის აკადემიურ წყაროებს, კვლევებს, თანამედროვე მეთოდოლოგიებსა და პრაქტიკულ ქეისებს. ანუ იქმნება არა უბრალოდ AI, რომელსაც მენეჯმენტზე კითხვას დაუსვამ, არამედ პროფესიულად მომზადებული ციფრული თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს ინფორმაციის გაანალიზებაში, გადაწყვეტილებების მომზადებაში, გეგმების შედგენაში, კვლევაში, დოკუმენტების შექმნასა და სხვა ყოველდღიურ სამუშაოში.

არა მხოლოდ პასუხები - რეალური სამუშაო

ასეთი აგენტი მზად არის ყოველდღიურად იმუშაოს ადამიანთან ერთად: მოამზადოს საჭირო მასალები, გააანალიზოს ინფორმაცია, შესთავაზოს გადაწყვეტილებები და შეასრულოს მისთვის მიცემული დავალებები. შესაბამის ტექნიკურ გარემოში მას შეუძლია დავალებების შესრულება და მუდმივ რეჟიმში მუშაობაც - მათ შორის მაშინაც, როდესაც მისი მომხმარებელი უშუალოდ არ არის ჩართული პროცესში. ამიტომ პროფესიული AI აგენტი შეიძლება გახდეს არა კიდევ ერთი პროგრამა კომპიუტერში, არამედ ადამიანის ციფრული პროფესიული პარტნიორი. BTU-ში აგენტს უბრალოდ არ ქმნიან - მას პროფესიას ასწავლიან, ამზადებენ საქართველოს ბაზრისთვის, ანახლებენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ რეალურ სამუშაოში.

R