საპენსიო ფონდი - 2026 წლის 18 სექტემბრიდან "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა | Allnews.Ge

საპენსიო ფონდი - 2026 წლის 18 სექტემბრიდან "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა „დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო - კა­ნო­ნი ახ­ლე­ბუ­რად არე­გუ­ლი­რებს სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებს და დე­ტა­ლუ­რად გან­სა­ზღვრავს დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის, ჯა­რი­მის და­კის­რე­ბის, სა­უ­რა­ვის (მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის) და­რი­ცხვის, გა­სა­ჩივ­რე­ბი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის წე­სებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე­თა კუთ­ვნი­ლი შე­ნა­ტა­ნე­ბი მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რი­შებ­ზე დრო­უ­ლად და სრუ­ლად აი­სა­ხოს.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კა­ნო­ნის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ამოქ­მედ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ხოლო ცალ­კე­უ­ლი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა. კერ­ძოდ, 2026 წლის 15 ოქ­ტომ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი წესი და „მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის“ და­კის­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. 2027 წლის 1 ივ­ნი­სი­დან კი ამოქ­მედ­დე­ბა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი­სა და მას­ზე და­რი­ცხუ­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის გან­წილ­ვა­დე­ბის, ანუ ეტა­პობ­რი­ვი გა­დახ­დის მე­ქა­ნიზ­მი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ერთჯე­რად სა­შე­ღა­ვა­თო ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც „ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვრა. კერ­ძოდ, დამ­საქ­მე­ბე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა 2026 წლის 18 სექ­ტემ­ბრამ­დე და­კის­რე­ბუ­ლი და გა­და­უხ­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის­გან, რო­მე­ლიც 2025 წლის 1 მა­ი­სის შემ­დეგ წარ­მო­შო­ბი­ლი სა­პენ­სიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, თუ არა­უგ­ვი­ა­ნეს 2026 წლის 31 დე­კემ­ბრი­სა სრუ­ლად და­ფა­რავს სა­პენ­სიო შე­ნა­ტან­სა და მას­ზე და­რი­ცხულ სა­უ­რავს (მი­უ­ღე­ბელ სარ­გე­ბელს).

დამ­საქ­მებ­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა 10-დღი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის და­წე­სე­ბა. 2026 წლის 15 ოქ­ტომ­ბრი­დან, თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბი­დან 10 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლად და­ფა­რავს სა­პენ­სიო შე­ნა­ტან­სა და შე­სა­ბა­მის მი­უ­ღე­ბელ სარ­გე­ბელს, მის­თვის ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­უქ­მდე­ბა. ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად დად­გინ­და, ხოლო ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა შემ­ცირ­და და 300 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

ამოქ­მედ­და სა­ჩივ­რის წარ­დგე­ნის ახა­ლი წე­სიც. დამ­საქ­მე­ბელს, მო­ნა­წი­ლეს, პენ­სი­ის მიმ­ღებ­სა და გარ­დაც­ვლი­ლი მო­ნა­წი­ლის მემ­კვიდ­რეს სა­ჩივ­რის წარ­დგე­ნა შე­უძ­ლი­ათ სა­პენ­სიო ფონ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში. სა­ჩივ­რის წარ­დგე­ნა აჩე­რებს სა­და­ვო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას, თუმ­ცა არ აჩე­რებს მო­ნა­წი­ლის მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის და­რი­ცხვას. და­ვე­ბის გან­ხილ­ვის სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი ჩა­ბა­რე­ბი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს სა­სა­მარ­თლო­ში; ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს­თვის პირ­და­პირ მი­მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ვის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, და­ვე­ბის გან­ხილ­ვის სამ­სა­ხუ­რის­თვის მი­მარ­თვამ­დეც.

კა­ნო­ნი ასე­ვე ქმნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დამ­საქ­მე­ბელ­მა მო­ი­თხო­ვოს გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი­სა და მას­ზე და­რი­ცხუ­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის გან­წილ­ვა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად და­ფა­როს. მე­ქა­ნიზ­მი 2027 წლის 1 ივ­ნი­სი­დან ამოქ­მედ­დე­ბა: შე­თან­ხმე­ბას დამ­საქ­მებ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დებს და­ვე­ბის გან­ხილ­ვის სამ­სა­ხუ­რი, ხოლო დე­ბუ­ლე­ბით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სა­პენ­სიო ფონ­დის მმარ­თვე­ლო­ბი­თი საბ­ჭო.

ამოქ­მედ­დე­ბა ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მიც. სა­პენ­სიო ფონ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­პენ­სიო ფონ­დის, ისე შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში, ხოლო მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დამ­საქ­მე­ბელს მოკ­ლე ტექ­სტუ­რი და სხვა ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ეც­ნო­ბე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში მისი გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე: თუ ად­რე­სა­ტი მას გან­თავ­სე­ბი­დან 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ეც­ნო­ბა, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როდ გავ­რცელ­დე­ბა სა­პენ­სიო ფონ­დის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე.

მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, სა­პენ­სიო ან­გა­რი­შებ­ზე კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის სრუ­ლად ასახ­ვა და სა­პენ­სიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერგვა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/pif4PIcu7cY?si=7s__z2frkmLCmuqY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>