რა ხდის ბრენდს ძლიერსა და დასამახსოვრებელს | Allnews.Ge

რა ხდის ბრენდს ძლიერსა და დასამახსოვრებელს

ბიზნესისთვის ცვლილების საჭიროება ყოველთვის თავიდან დაწყებას არ ნიშნავს. ზოგჯერ კომპანია წლებია წარმატებით მუშაობს, ჰყავს მომხმარებელი და ბაზარზე ცნობადობაც აქვს, თუმცა მისი ვიზუალური სტილი, ვებგვერდი, სოციალური მედია თუ ფიზიკური სივრცე უკვე აღარ ასახავს იმას, თუ სად არის ბრენდი დღეს.

სწორედ ამ დროს გვჭირდება რებრენდინგი. თუმცა თანამედროვე ბიზნესისთვის რებრენდინგი მხოლოდ ახალი ლოგოს შექმნას აღარ ნიშნავს. თუ ბრენდი იცვლება, ეს ცვლილება თანმიმდევრულად უნდა გამოჩნდეს ყველგან, სადაც მომხმარებელი მას ხვდება: ტელეფონის ეკრანზე, Google-ში, სოციალურ ქსელებში, ვებგვერდზე, ოფისის შესასვლელზე, მაღაზიის ფასადზე და სარეკლამო მასალებზე.

ამ მიდგომას აერთიანებს Infinity-ისა და Patio Art-ის პარტნიორობაც, სადაც ციფრული და ფიზიკური კომუნიკაცია ერთი ბრენდის სხვადასხვა გაგრძელებად განიხილება.

  • მომხმარებელი ბრენდს ერთ მთლიანობად აღიქვამს

კომპანიისთვის ვებგვერდი, Facebook გვერდი, აბრა და ოფისის ინტერიერი შეიძლება სრულიად განსხვავებული პროექტები იყოს, თუმცა მომხმარებლისთვის ყველა მათგანი ერთი ბრენდია.

თუ სოციალურ ქსელში კომპანია თანამედროვე და გამორჩეული ვიზუალური სტილით გვხვდება, ხოლო მის ფიზიკურ სივრცეში სრულიად განსხვავებულ დიზაინს ვხედავთ, ეს შეუსაბამობა ბრენდის აღქმაზეც მოქმედებს.

ამიტომ რებრენდინგის დაგეგმვისას პირველი ნაბიჯი ერთიანი იდენტობის შექმნაა.

ლოგოს შექმნა ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა ერთადერთი. მნიშვნელოვანია ფერები, შრიფტები, კომუნიკაციის სტილი, ვიზუალური ელემენტები და მათი გამოყენების წესებიც. შემდეგ კი ეს იდენტობა სხვადასხვა არხზე უნდა გავრცელდეს.

  • ახალი იდენტობა ციფრულ სივრცეში

ბრენდთან პირველი შეხვედრა დღეს ძალიან ხშირად ინტერნეტში ხდება. მომხმარებელი კომპანიას Google-ში ეძებს, შედის მის ვებგვერდზე, ათვალიერებს სოციალურ ქსელებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა მასთან ურთიერთობა.

ამიტომ რებრენდინგის დროს ძველი ვიზუალური იდენტობის დატოვება ვებგვერდზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.

Infinity-ის მიერ საიტის დამზადება მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ მხარეს, არამედ მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებულ დიზაინსა და სტრუქტურასაც. რებრენდინგის შემთხვევაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი ვებგვერდი კომპანიის განახლებულ პოზიციონირებას ასახავდეს.

იგივე პრინციპი მოქმედებს სოციალურ ქსელებშიც. სოციალური მედიის მართვა ბრენდის ვიზუალური სტილის მხოლოდ პოსტებში გამეორებას არ გულისხმობს. მომხმარებელმა კომუნიკაციის ტონში, ვიდეოებში, ფოტოგრაფიაში, სარეკლამო კამპანიებსა და სხვა კონტენტშიც იგივე ბრენდი უნდა დაინახოს.

ახალი ბრენდი ქალაქის ნაწილიც ხდებარებრენდინგის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახალი იდენტობის ფიზიკურ გარემოში გადატანაა, რომლის უდავო შემსრულებელია სარეკლამო კომპანია Patio Art, რომელიც ბიზნესებისთვის სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ სარეკლამო და ბრენდირების გადაწყვეტებს ქმნის.

ლოგო, რომელიც დიზაინერის ეკრანზე რამდენიმე სანტიმეტრის ზომით ჩანს, რეალურ სივრცეში რამდენიმე მეტრის კონსტრუქციად უნდა იქცეს. ამიტომ მისი ფიზიკურ ფორმატში გადატანა მხოლოდ ფაილის დაბეჭდვას არ ნიშნავს.უნდა განისაზღვროს მასალა, ზომა, განათება, კონსტრუქცია, განთავსების ადგილი და ისიც, როგორ გამოჩნდება ბრენდი დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

ამისთვის ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს აბრები, ვიტრინის ბრენდირება, ბანერები, ლაითბოქსები, ინტერიერის ელემენტები ან მოცულობითი ასოები. ასეთი დეტალები საბოლოოდ ქმნის იმ გარემოს, რომელშიც მომხმარებელი ბრენდს უკვე რეალურად ხვდება.

  • ერთი პროექტის ნაცვლად ერთიანი სისტემა

რებრენდინგის პროცესში პრობლემა ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც მისი თითოეული ნაწილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კეთდება. ერთი გუნდი ქმნის ლოგოს, მეორე ვებგვერდს, მესამე სოციალურ ქსელებს მართავს, ხოლო ფიზიკური ბრენდირება საერთოდ სხვა ეტაპზე იწყება. შედეგად შესაძლებელია ფერები განსხვავდებოდეს, მასშტაბები არასწორად იყოს შერჩეული ან ციფრულ და ფიზიკურ გარემოში ბრენდი სხვადასხვა ხასიათით გამოჩნდეს.

Infinity-ისა და Patio Art-ის პარტნიორობის იდეა სწორედ ამ სიცარიელის შემცირებაა. ერთი მიმართულება მუშაობს ბრენდის ციფრულ მხარეზე, ხოლო მეორე იდეას რეალურ სივრცეში აცოცხლებს. Patio Art-ის სარეკლამო სერვისები საშუალებას აძლევს კომპანიებს, ერთიანი ვიზუალური იდენტობა სხვადასხვა ფიზიკურ ფორმატში გადაიტანონ. შედეგად მომხმარებლისთვის აღარ არსებობს ორი სხვადასხვა ბრენდი: ერთი ონლაინ და მეორე ოფლაინ. არსებობს ერთი კომპანია, რომელსაც ყველგან ერთნაირად ამოიცნობს.

ძლიერი ბრენდის შექმნა მხოლოდ ვიზუალური იდენტობით არ სრულდება - მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ის მარტივად იპოვოს ციფრულ სივრცეშიც. პროფესიონალური SEO ოპტიმიზაცია ბრენდს Google-ში უფრო ხილვადს ხდის და ეხმარება სწორ აუდიტორიამდე მისვლაში.

  • რატომ ხდება ეს ბიზნესისთვის უფრო მნიშვნელოვანი?

კონკურენტულ ბაზარზე მომხმარებელს კომპანიასთან ურთიერთობის სულ უფრო მეტი წერტილი აქვს. დღეს მას შეუძლია პირველად TikTok ვიდეო ნახოს, შემდეგ Instagram გვერდზე გადავიდეს, Google-ში მოძებნოს კომპანია, ვებგვერდს გაეცნოს და რამდენიმე დღის შემდეგ მის ოფისს ან მაღაზიას ესტუმროს. თუ თითოეულ ეტაპზე განსხვავებული ვიზუალური გამოცდილება ხვდება, ბრენდის დამახსოვრებაც რთულდება.

ხოლო როდესაც ფერი, სტილი, მესიჯი და საერთო ხასიათი თანმიმდევრულად მეორდება, ბრენდის ამოცნობა ბევრად მარტივდება.სწორედ ამიტომ რებრენდინგი არის პროცესი, რომელმაც უნდა გააერთიანოს ის, რასაც მომხმარებელი ეკრანზე ხედავს და ის, რასაც რეალურ სივრცეში ხვდება.

Infinity-ისა და Patio Art-ის პარტნიორობაც უზრუნველყოფს ყველა პროცესს ბრენდის იდეიდან მის ციფრულ განვითარებამდე და შემდეგ რეალურ სივრცეში სრულფასოვან წარმოდგენამდე.

R