მერლონსი — სრული ინფორმაცია საქმიანობის, ბრენდებისა და უპირატესობების შესახებ
კომპანიის განვითარების გზა
მერლონსი თავისი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების, სანტექნიკის, ავეჯისა და განათების იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია „შარმი ჯგუფმა“ 2011 წელს დააფუძნა და მან მალევე მოიპოვა პირველი საერთაშორისო ბრენდის — VitrA-ს — ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში. მოგვიანებით, 2012 წელს, თბილისსა და ბათუმში VitrA Georgia-ს ბრენდული შოურუმები გაიხსნა.
დღეის მდგომარეობით მერლონსი მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ინტერიერისთვის საჭირო ოთხ ძირითად მიმართულებას — სანტექნიკას, ფილებს, ავეჯსა და განათებას.
კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მომხმარებელს გაუმარტივოს არჩევანისა და ინტერიერის მოწყობის პროცესი. მერლონსის ასორტიმენტში პროდუქტი მხოლოდ გააზრებული შერჩევის შემდეგ ხვდება — თითოეული ბრენდი, კოლექცია და პროდუქტი დეტალური და პროფესიონალური შეფასებით არის შერჩეული ხარისხის, დიზაინის, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და პრაქტიკული ღირებულების მიხედვით. შერჩეული ასორტიმენტის წყალობით მომხმარებელს აღარ უწევს დროის დაკარგვა უამრავ გადატვირთულ არჩევანში და შეუძლია ერთ სივრცეში გაეცნოს სანდო და ხარისხიან პროდუქტებს.
მნიშვნელოვანი პროექტები და გამოცდილება
მერლონსის პროდუქცია მრავალი ტიპის პროექტში გამოიყენება როგორც კერძო, ისე კომერციულ პროექტებში — სასტუმროებში, რესტორნებში, ოფისებში, ბანკებში, აეროპორტებში, საჯარო სივრცეებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში.
მერლონსს საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების უზრუნველყოფის მრავალწლიანი და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მერლონსის ასორტიმენტიდან შერჩეული პროდუქცია გამოყენებულია არაერთ მნიშვნელოვან ობიექტში, მათ შორის ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში, იუსტიციის სახლებში და საქართველოს ბანკის სათავო ოფისში.
ინტერიერის პროფესიონალებთან თანამშრომლობა
მერლონსი ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად თანამშრომლობს ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან. კომპანია დიზაინერებსა და არქიტექტორებს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერასაც სთავაზობს.
დიზაინერები მუდმივად არიან ინფორმირებული ბრენდების, ახალი კოლექციების, ტექნიკური დეტალებისა და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ. მერლონსი მათ დამატებით სთავაზობს სპეციალურ პირობებს, მუდმივ სიახლეებსა და პროფესიონალურ მხარდაჭერას, რაც პროექტზე მუშაობას ამარტივებს და დროსაც ზოგავს.
დიზაინერებისთვის პროდუქციის 3D მოდელების შეთავაზებით მერლონსი რეგიონში ერთადერთი კომპანიაა, რათა მათ შეძლონ კონკრეტული პროდუქტების უშუალოდ საკუთარ პროექტებსა და ვიზუალიზაციებში გამოყენება. ამ გზით სამუშაო პროცესი უფრო სწრაფი და მარტივი ხდება, ხოლო დრო მნიშვნელოვნად იზოგება და დიზაინერს საშუალებას აძლევს, პროექტის საბოლოო შედეგი მომხმარებელს უფრო ზუსტად და რეალისტურად წარუდგინოს.
VitrA Georgia და მისი ადგილი მერლონსის ბრენდების პორტფელში
მერლონსის ბრენდების პორტფელში ერთ-ერთი მთავარი ექსკლუზიური მიმართულებაა VitrA Georgia. აღნიშნული ბრენდი Eczacıbaşı Group-ს ეკუთვნის, რომელიც 1942 წელს დაარსდა და დღეს სამშენებლო მასალების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ჯგუფია.
VitrA Georgia-ს მთავარი პრაქტიკული უპირატესობაა სააბაზანოსთვის სრული სისტემის შექმნის შესაძლებლობა. VitrA-ს სრულ სისტემაში გაერთიანებულია:
● უნიტაზებსა და ჩასაშენებელ ავზებს;
● ღილაკებს, ხელსაბანებს, ბიდეებსა და პისუარებს;
● შემრევებსა და საშხაპე სისტემებს;
● აბაზანებს, ტრაპებსა და სიფონებს;
● სააბაზანოს ავეჯსა და სარკეებს;
● აქსესუარებსა და ფილებს;
● შშმ პირებისთვის ადაპტირებულ პროდუქტებს.
პროდუქციის წარმოება, შემოწმება და ხარისხი
VitrA Georgia-ს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს მხარს უჭერს ძლიერი წარმოების და ხარისხის კონტროლის სისტემა.
კერამიკული პროდუქტის შექმნისას ბუნებრივ ნედლეულს იყენებენ. წარმოების პროცესში მასალა იღებს შესაბამის ფორმას, შრება, მოჭიქურდება და მაღალ ტემპერატურაზე იწვება. ეს პროცესი პროდუქტს ანიჭებს სიმტკიცეს, სიპრიალესა და ხანგრძლივ საექსპლუატაციო თვისებებს.
VitrA-ს ჩასაშენებელი ავზები სრულყოფილ და მრავალმხრივ ტესტირებას გადის, მათ შორის 200 000 ჩარეცხვის, 500 კგ დატვირთვის, გაჟონვის, გადმოღვრისა და ხმაურის ტესტებს.
VitrA-ს უნიტაზები და თანამედროვე ტექნოლოგიები
VitrA-ს უნიტაზების წარმოებაში გამოიყენება Rim-ex, SmoothFlush და QuantumFlush ტექნოლოგიები, რომლებიც პროდუქტის მოვლას ამარტივებენ, ბაქტერიების დაგროვების რისკს ამცირებენ და ეფექტურ, ჩუმ ჩარეცხვას უზრუნველყოფენ.
V-Care სმარტ უნიტაზი კი ერთ სრულ სისტემაში აერთიანებს უნიტაზის, ბიდესა და ჰიგიენური საშხაპის ფუნქციებს. მას აქვს პულტი, თვითრეცხვადი მილი, საფარის გათბობა, გაშრობის ფუნქცია, სუნის გაწოვისა და დეკალკიფიკაციის სისტემა.
VitrA Georgia-ს შემრევების ხარისხის სტანდარტები
VitrA-ს შემრევების კორპუსი მაღალი ხარისხის თითბერისგან მზადდება. მათში გამოიყენება Sedal-ისა და Kerox-ის კერამიკული კარტრიჯები, Neoperl-ის აერატორები, PVD დაფარვა და წყლის დამზოგავი ტექნოლოგიები.
შემრევების საიმედოობა მოწმდება 2.1 მილიონ გახსნა-დაკეტვაზე, რაც პროდუქციის გამძლეობისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ფილების ფართო არჩევანი და პრაქტიკული შესაძლებლობები
მერლონსი მომხმარებელს დიდი, საშუალო და პატარა ფორმატის ფილების სრულ და ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დიდი ფორმატის ფილებს სხვადასხვა სისქით, ასევე ფილების ჭრის სერვისს, რაც განსაკუთრებით პრაქტიკულია თანამედროვე ინტერიერებისთვის, სამზარეულოს ზედაპირებისთვის, სააბაზანოებისა და ინდივიდუალური პროექტებისთვის.
VitrA Georgia-ს ფილები ტექნოლოგიური მახასიათებლებითა და მაღალი მედეგობით არის გამორჩეული. ისინი გათვლილია ცვეთის, ქიმიური ნივთიერებების, ტემპერატურული შოკის, მზის, წვიმის, მარილისა და ქლორის ზემოქმედებაზე.
ამ ტექნიკური თვისებების გამო შესაბამისი ტიპის ფილები გამოიყენება მაღალი დატვირთვის სივრცეებში — რესტორნებში, ქარხნებში, სავაჭრო ცენტრებში, ავტომობილების შოურუმებსა და აუზებში.
V-Safe ტექნოლოგია და დამატებითი უპირატესობები
V-Safe ტექნოლოგიის მთავარი ფუნქცია მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირის შექმნაა. სხვადასხვა დანიშნულების სივრცისთვის ხელმისაწვდომია განსხვავებული კლასები — R9, R10, R11, R12 და R13. R13 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამრეწველო და მაღალი რისკის ზონებისთვის, სადაც ზედაპირის უსაფრთხოება გადამწყვეტ როლს ასრულებს.
VitrA-ს ფილებში ამასთანავე გამოიყენება VitrA Block, VitrA Shield, V-Agent და VitrA Clean 2.0 ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობენ წყლის შეწოვის შემცირებას, წმენდის გამარტივებასა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.
RAL სისტემა დიზაინერებისა და მომხმარებლებისთვის
დიზაინერებისა და მომხმარებლებისთვის RAL ფერის კოდებთან მუშაობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს სხვადასხვა პროდუქტის ფერების ზუსტად ან მაქსიმალურად ახლოს შეხამების საშუალებას იძლევა.
საბოლოოდ, დიზაინერს შესაძლებლობა ეძლევა ფილები, ავეჯი, განათება, სანტექნიკა და ინტერიერის სხვა დეტალები უფრო მარტივად გააერთიანოს ერთიან ვიზუალურ კონცეფციაში.
სპეციალიზებული და ადაპტირებული პროდუქტები
მერლონსი საქმიანობაში ცალკე ყურადღებას უთმობს შშმ პირებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქციას.
VitrA Georgia-ს სრულ ასორტიმენტში ხელმისაწვდომია ადაპტირებული უნიტაზები და ხელსაბანები, გრძელი სახელურიანი შემრევები, გადახრადი სარკეები, ხელჩასავლები, ასაკეცი დასაჯდომები და სხვა სპეციალიზებული აქსესუარები.
ამ მიმართულებით დიზაინი მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა არ არის — ის უსაფრთხოებას, კომფორტსა და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას ემსახურება.
ეკომეგობრული ტექნოლოგიები და ღირებულებები
ეკომეგობრული და პასუხისმგებლიანი მუშაობა მერლონსისთვის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბრენდები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წყლის ეკონომიურ მოხმარებას, ენერგოეფექტურ წარმოებას, სუფთა ტექნოლოგიებსა და ნახშირბადის ნაკვალევის შემცირებას.
არაერთი მწარმოებელი იყენებს მზის ენერგიასა და რესურსების დამზოგავ სისტემებს, რაც თანამედროვე და პასუხისმგებლიანი წარმოების პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია.
ბრენდების საერთაშორისო პორტფელი
მერლონსის შოურუმებში ხელმისაწვდომია შემდეგი საერთაშორისო ბრენდები:
VitrA, Pedrali, Viokef, Infinity, Schock, Bolia, Carisa, Simas, Aquaforte, Alcoswell, Meir, Dune და Nofer.
ყოველი ბრენდი ხარისხის, დიზაინის, ტექნოლოგიისა და პრაქტიკული ღირებულების დეტალური შეფასებით არის შერჩეული.
მერლონსის ავეჯის კოლექციები
ავეჯის კოლექციების ფარგლებში მერლონსი მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურ კოლექციებს სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასალის ხარისხს, ქსოვილის გამძლეობას, Martindale ტესტის მაჩვენებლებს, ანტიალერგიულ თვისებებსა და მარტივ მოვლას.
ავეჯი შექმნილია ყოველდღიური კომფორტისთვის. მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილები ხელს უშლის მტვრის ბოჭკოებში ღრმად შეღწევას, ზედაპირზე ნაკლებად ჩერდება ცხოველის ბეწვი და შედეგად ავეჯის მოვლაც უფრო მარტივია.
მერლონსის განათების კოლექციები
განათების კოლექციების ფარგლებში მერლონსი მომხმარებელს სხვადასხვა სტილის მაღალი ხარისხის სანათებს სთავაზობს, მათ შორის საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბერძნული ბრენდის — Viokef-ის — კოლექციებს.
შოურუმში წარმოდგენილია მინიმალისტური, დეკორატიული, თანამედროვე, თბილი და ფუნქციური განათების გადაწყვეტილებები. ბევრი მოდელი რეგულირების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც სივრცეში სასურველი განათებისა და განწყობის შექმნას ამარტივებს.
Schock-ის ნიჟარების ექსკლუზიური კოლექცია
მერლონსის შოურუმში Schock-ის ნიჟარები ექსკლუზიური სტატუსით არის წარმოდგენილი.
Schock ცნობილია კვარცის კომპოზიტური ტექნოლოგიით, რომელიც ნიჟარებს ანიჭებს სიმტკიცეს, ნაკაწრების მიმართ მედეგობას, ჰიგიენურ ზედაპირსა და ხანგრძლივ გამძლეობას. პროდუქცია გათვლილია სამზარეულოში ყოველდღიურ ინტენსიურ გამოყენებაზე და ამავდროულად გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით.
მერლონსის პროფესიონალური მომსახურება
მერლონსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარგებელს მომსახურების ხარისხი ქმნის. მერლონსის მომზადებული გუნდი მომხმარებელს სრულ მხარდაჭერას სთავაზობს პროდუქციის შერჩევაში, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაში, მონტაჟის დაგეგმვაში, საგარანტიო საკითხებში, ნაწილების შეკვეთასა და შემდგომ მომსახურებაში.
მომხმარებელი არჩევანისას სრულ პროფესიონალურ ინფორმაციას იღებს არა მხოლოდ პროდუქტის ფერსა და დიზაინზე, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ტექნიკურ საკითხებზეც, როგორიცაა მონტაჟის სიმაღლე, წყლის წერტილები, ავზის ტიპი, ფილის კალიბრი და ტონალობა, პროდუქტის მოვლა და სწორი ექსპლუატაცია.
მერლონსის მნიშვნელოვანი განსხვავებაა საკუთარი სერვის-ჯგუფი, რომელიც სხვა კომპანიას არ ჰყავს. თუ პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემა ან დაზიანება დაფიქსირდა, მომხმარებელი პრობლემის წინაშე მარტო არ რჩება — სერვის-ჯგუფი ადგილზე მიდის, ამოწმებს მდგომარეობას და საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას.
ქარხნულ დეფექტზე რეაგირებისას კომპანიის მთავარი მიზანია პროდუქტის უმოკლეს ვადაში ჩანაცვლება და მომხმარებლისთვის ზედმეტი დროის დაკარგვის თავიდან აცილება.
დამატებითი მხარდაჭერა მომხმარებლებისთვის
მერლონსის მომსახურებების ჩამონათვალი მოიცავს:
● მიტანისა და ატანის სერვისი;
● მონტაჟი;
● საგარანტიო მომსახურება;
● ნაწილების შეკვეთა;
● განვადება;
● ნაწილ-ნაწილ გადახდა.
მერლონსის ლოიალურ და განმეორებით მომხმარებლებს კომპანია ინდივიდუალურ პირობებსა და სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს.
ერთ სივრცეში შეძენა — მეტი კომფორტი და უკეთესი პირობები
მერლონსის ფასები კონკურენტულ შეთავაზებას ქმნის იმ ხარისხის, სერვისისა და საერთაშორისო ბრენდების ფონზე, რომლებსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.
კიდევ ერთი პრაქტიკული სარგებელი ისაა, რომ ერთ შოურუმში სანტექნიკის, ფილების, ავეჯისა და განათების ერთად შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს უკეთესი პირობები და დამატებითი ფასდაკლებები.
მერლონსის ეს მიდგომა მთლიან პროექტს უფრო მარტივსა და ორგანიზებულს ხდის და მომხმარებლისთვის ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელია.
კომპანიის საბოლოო მიზანია, მომხმარებელს დაეხმაროს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, ტექნიკური და დიზაინერული შეცდომების თავიდან აცილებასა და ისეთი ინტერიერის შექმნაში, რომელიც ერთდროულად ლამაზი, კომფორტული, ფუნქციური და ხანგრძლივად სანდოა.
მისამართები და დამატებითი ინფორმაცია
თბილისი: ა. ბელიაშვილის ქ. №142
ბათუმი: შ. ხიმშიაშვილის ქ. №1
ტელეფონი: 0322 30 70 90
R