mobineX ბიზნესისთვის - კორპორაციული შეთავაზებები როუმინგ ინტერნეტზე | Allnews.Ge

mobineX ბიზნესისთვის - კორპორაციული შეთავაზებები როუმინგ ინტერნეტზე

გლობალიზაციის პირობებში, თანამედროვე ბიზნესის მოქმედების არეალი სულ უფრო ფართოვდება და სცდება ლოკალურ საზღვრებს. კომპანიის თანამშრომლებს ხშირად უწევთ საზღვარგარეთ მივლინებაში გამგზავრება. უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები, ტრენინგები და საერთაშორისო კონფერენციები საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ინტერნეტთან მუდმივ კავშირს მოითხოვს. ეს ყოველდღიური სამუშაო პროცესის აუცილებელი პირობაა.

ამ საჭიროებების გათვალისწინებით, კომპანია mobineX ბიზნესს სპეციალურ კორპორაციულ მომსახურებას სთავაზობს.

  • ინდივიდუალური კორპორაციული შეთავაზებები

როუმინგ ინტერნეტზე კომპანია თითოეული ბიზნესის ინტერესებს ინდივიდუალურად ითვალისწინებს. შეთავაზებებიც კონკრეტული გუნდის საჭიროებებს ერგება. ეს მიდგომა ბიზნესს ბიუჯეტის დაზოგვაში ეხმარება.

კორპორაციული ფასდაკლებები და პრივილეგიები ვრცელდება დასაქმებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებზეც. მაგალითად, თუ თანამშრომელი შვებულებაში ოჯახთან ერთად მიემგზავრება, მათაც შეუძლიათ ისარგებლონ mobineX-ის შეღავათიანი ტარიფებით. ეს არის დამატებითი ბენეფიტი, რომლითაც კომპანიას შეუძლია საკუთარ გუნდზე და მათ საყვარელ ადამიანებზე იზრუნოს.

  • რა სერვისებს გთავაზობთ mobineX?

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი მაღალი სიჩქარითა და სტაბილურობით გამოირჩევა. ხელმისაწვდომია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პაკეტები. შეგიძლიათ აირჩიოთ ფიქსირებული მოცულობის ან სრულიად ულიმიტო ინტერნეტი. ბევრ ქვეყანაში ხელმისაწვდომია 5G მხარდაჭერა. თუ კონკრეტულ ლოკაციაზე ინტერნეტი შეფერხდება, მომხმარებელს შეუძლია მარტივად შეცვალოს პარტნიორი ოპერატორი.

აბონენტების შეფასებით, mobineX-ის ინტერნეტი ჩვეულებრივზე ნელა იხარჯება, რაც MB-ების დამატებით ყიდვის საჭიროებას ხსნის. კატალოგში 1800-ზე მეტი ლოკალური და რეგიონალური პაკეტია. მომსახურების გააქტიურება კი შესაძლებელია როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ისე თანამედროვე eSIM ტექნოლოგიით, სრულიად დისტანციურად.

  • mobineX-ის უპირატესობები

mobineX-ის გუნდს ტელეკომუნიკაციების სფეროში 18 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ქართველი აბონენტებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია ქართულენოვანი მხარდაჭერის ჯგუფი. ოპერატორები მზად არიან 24/7 რეჟიმში უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას. გარდა ამისა, mobineX-ის აპლიკაციით შესაძლებელია საერთაშორისო ზარების განხორციელება დაბალი ტარიფით. ამ დროს ზარის მიმღებს ინტერნეტი საერთოდ არ სჭირდება. კომპანიის ერთგული აბონენტები პერიოდულად პარტნიორი ორგანიზაციებისგან საინტერესო საჩუქრებსაც იღებენ.

  • შეჯამება

mobineX-ის კორპორაციული მომსახურება საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარი თანამშრომლების კომფორტზე ზრუნავენ. მოქნილი ტარიფები, მაღალი ხარისხის ინტერნეტი და ფასდაკლებები, რომლებიც ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, მოგზაურობას ბევრად ამარტივებს.

R