Yandex Georgia-ს Yandex Go-ს აპლიკაციაში ელექტრო ტარიფის დანერგვა იგეგმება | Allnews.Ge

Yandex Georgia-ს Yandex Go-ს აპლიკაციაში ელექტრო ტარიფის დანერგვა იგეგმება

Yandex Go-ს აპლიკაციაში ელექტრო ტარიფის დამატება იგეგმება. ამის შესახებ Yango Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიილ შულეიკომ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შულეიკოს თქმით, კომპანია აკვირდება საქართველოში ელექტრომობილობის მიმართ მზარდ ინტერესს, რაც უფრო ფართო გლობალური ტენდენციის ნაწილია. ამიტომ Yandex Georgia გეგმავს ელექტრო ტარიფის დანერგვას გადაადგილების სერვისების შეთავაზების ფარგლებში.

ზოგიერთ ბაზარზე, სადაც Yango Group ოპერირებს, კურიერი პარტნიორები უკვე იყენებენ ელექტრომობილებსა და ველოსიპედებს, და კომპანია ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში ელექტრიფიკაცია ურბანულ ტრანსპორტში უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

Yandex Georgia არის Yango Group-ის ნაწილი. ეს უკანასკნელი კი არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომლის სათავო ოფისი დუბაიშია. დღეს Yango Group მომხმარებელს სთავაზობს ციფრული სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის მგზავრთა გადაყვანას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციას, მიწოდებას, ონლაინ სასურსათო მომსახურებას, რუკებს, გასართობ სერვისებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხმოვან ასისტენტებსა და სხვა გადაწყვეტილებებს. კომპანია ოპერირებს 35-ზე მეტ ქვეყანაში ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.