ვერტიკალური ტრანსპორტის დაგეგმარება: რამდენი ლიფტი სჭირდება მრავალსართულიან შენობას? | Allnews.Ge

ვერტიკალური ტრანსპორტის დაგეგმარება: რამდენი ლიფტი სჭირდება მრავალსართულიან შენობას?

შენობის დაგეგმარებისას ბევრ დეტალს ყურადღება ადრეულ ეტაპზევე ეთმობა: სართულების რაოდენობა, ბინათა განლაგება, საინჟინრო სისტემები. ლიფტების რაოდენობა კი ხშირად ამ პროცეში ბოლოს განსახილველ საკითხად რჩება.

სინამდვილეში, ამ გადაწყვეტილების გამოთვლა შესაძლებელია. პროცესის გადადება კი, პრაქტიკაში, საკმაოდ ძვირი ჯდება.

არქიტექტორებს შეუძლიათ, დაპროექტების ადრეულ ეტაპზევე მიმართონ CLC-ის სპეციალისტებს, რათა ვერტიკალური ტრანსპორტის ოპტიმალური გათვლა უზრუნველყონ და თავიდან აიცილონ მომავალი სტრუქტურული გართულებები.

ლიფტის დაგეგმარება ნაკადის ანალიზით, ანუ იმის გარკვევით იწყება, რამდენი ადამიანი, რომელ საათებში და რა მიმართულებით გადაადგილდება შენობაში. ეს ანალიზი სამ ძირითად სცენარს მოიცავს:

  • პირველი დილის „up-peak-ია”, როცა სხვადასხვა სართულზე ყველა ერთდროულად ადის. ეს საოფისე შენობებში ყველაზე მოთხოვნადი სცენარია და სწორედ ამ მონაცემით განისაზღვრება, შეძლებს თუ არა სისტემა გადატვირთვის გარეშე ნაკადთან გამკლავებას.
  • მეორე „down-peak-ია": სამუშაო დღის ბოლოს ყველა ერთდროულად ჩამოდის.
  • მესამე კი სართულთაშორისი და სადილის პერიოდის „შერეული" ტრაფიკია.

ISO 8100-32 სტანდარტი, რომელიც საოფისე, სასტუმრო და საცხოვრებელი შენობებისთვის ლიფტების შერჩევასა და მათ დაგეგმარებას არეგულირებს, ამ ანალიზს - შენობის მონაცემების შეგროვებიდან კონფიგურაციის დოკუმენტირებამდე - შვიდსაფეხურიანი პროცესით განსაზღვრავს.

ლიფტის დაპროექტების მთავარი პარამეტრი მოსალოდნელი მოლოდინის საშუალო დროა. სტანდარტების მიხედვით, საოფისე შენობებში მისაღები ზღვარი - 25-30 წამი, საცხოვრებელ კორპუსებში - 40-60 წამი, სასტუმროებში კი 30-40 წამია.

ამ მოლოდინის შენარჩუნება ლიფტების რაოდენობასთანაა დაკავშირებული. გამოთვლა კი ორ ძირითად სიდიდეს ეყრდნობა: „გამტარობა" (Handling Capacity) - რამდენი ადამიანის გადაყვანა შეუძლია სისტემას 5 წუთში და „სრული ციკლის დრო" (Round Trip Time, RTT) - რამდენი ხანი სჭირდება ერთ ლიფტს მთლიანი ციკლის გავლისათვის.

ლიფტების საჭირო რაოდენობა კი სწორედ ამ ორი სიდიდით განისაზღვრება: N = RTT ÷ სასურველი მოლოდინის დრო.

საოფისე შენობებისთვის ინდუსტრიის სტანდარტია, რომ სისტემამ 5 წუთში შენობის მოსახლეობის 11-15% გადაიყვანოს. საცხოვრებელი კორპუსებისთვის ეს მაჩვენებელი 5-7%-ია.

მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ 12-სართულიანი საოფისე შენობა, 2 000 კვ.მ. ფართით სართულზე, მოსახლეობის რაოდენობა - 1 920 ადამიანი. გამოთვლებით, up-peak სცენარში 30-წამიანი მოლოდინის შენარჩუნებისთვის ამ შენობას 6-7 ლიფტი სჭირდება. 6 ლიფტი ამ დატვირთვას თავს ართმევს, მაგრამ 7 უკვე სტაბილურ სარეზერვო მარჟას ტოვებს, რაც ტექნიკური შეფერხებების შემთხვევაში კრიტიკულიად მნიშვნელოვანია.

რატომ განსხვავდება შენობის ტიპი ლიფტის დაპროექტებისას? საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი ერთი და იმავე ფორმულით ვერ დაიგეგმება.

საოფისე შენობაში პიკი კონცენტრირებულია: ყველა ერთდროულად 8:00–9:30-სა და 17:00–18:30-ს შორის გადაადგილდება. საცხოვრებელში კი ნაკადი ასე არ განისაზღვრება. სასტუმროში კი ძირითადი დატვირთვა ორმხრივია: მისაღებისა და ოთახებისკენ ერთდროულად.

ამ განსხვავებათა გათვალისწინება ლიფტების შერჩევისას ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სართულების რაოდენობა.

სართულების მატებასთან ერთად RTT (Round Trip Time) იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიფტი ციკლს უფრო დიდ დროში ასრულებს. სიჩქარის გაზრდა ამ ეფექტს ამცირებს, მაგრამ ვერ ანეიტრალებს: კარის გახსნა-დახურვა და ჩასხდომა უვკე არსებულ, ფიქსირებულ დროში ხდება.

ასევე მნიშვნელოვანია სართულებზე გაჩერების სიხშირე. ლიფტი, რომელიც ყოველ სართულზე ჩერდება, ციკლს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს. მაღალ შენობებში ამ პრობლემას ე.წ. ზონირება, სართულების ჯგუფებად დაყოფა, წყვეტს სადაც ერთი ლიფტი ქვედა სართულებს, მეორე კი - ზედას ემსახურება. ამ მიდგომამ შეიძლება, გამტარობა 30–40%-ით გაზარდოს.

კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც ხშირად ლიფტის დაგეგმარებისას გვიან ჩნდება სამსახურებრივი ლიფტია. 4-5 სართულზე მეტი შენობებისთვის ცალკე სამსახურებრივი ლიფტი პრაქტიკულ აუცილებლობად იქცევა, განსაკუთრებით სასტუმროებში, სადაც ტექნიკური პერსონალი ხშირად გადაადგილდება. ამ ლიფტის არარსებობა ძირითადი სამგზავრო სისტემის გადატვირთვაში გადაიზრდება.

ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს ლიფტის დაპროექტებისას ორ ძირითად ეტაპზე უშვებენ:

  • პროექტირებისას: შახტის ზომა წინასწარ განისაზღვრება. თუ გეგმა ორ ლიფტზეა გათვლილი, მოგვიანებით მესამეს დამატება სტრუქტურულ ცვლილებებს მოითხოვს. ეს ცვლილება კი ძვირი და ხანგრძლივი პროცესის ნაწილია.
  • ექსპლუატაციის ეტაპზე: ერთი ლიფტი საწყის ეტაპზევე ირთვება, მეორე კი „მოგვიანებით". ეს დაგვიანება ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდება, სანამ ერთი ლიფტი ორმაგი დატვირთვით მუშაობს, ცვეთა ჩვეულებრივზე სწრაფად მიმდინარეობს.

ლიფტების სწორი რაოდენობა ვიზუალური შეფასებით არ განისაზღვრება. ის კონკრეტული სტანდარტებით, ტრაფიკის სცენარებითა და შენობის ტიპის გათვალისწინებით გამოითვლება. CLC Elevator-ის სპეციალისტები ამ გამოთვლებს პროექტირების ეტაპზე ახორციელებენ. კონსულტაციისთვის მომხმარებელმა სწორედ მათ გამოცდილ გუნდს უნდა მიმართოს.

R