ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება? | Allnews.Ge

ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?

ზაფხული თავისუფლებასთან, მზით სავსე დღეებთან და მოგზაურობასთან ასოცირდება, თუმცა ბევრისთვის ეს სეზონი სულ სხვა, ნაკლებად სასიამოვნო გამოწვევასთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ცხელ დღეებში ხდება განსაკუთრებით შესამჩნევი ფეხების სიმძიმე, შეშუპება და აუტანელი დაღლილობის შეგრძნება.

ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის მომენტი, როცა დღის ბოლოს საყვარელი ფეხსაცმელი უეცრად მეტისმეტად მჭიდრო ხდება, მაღალი ტემპერატურის ფონზე კოჭები შუპდება, ხოლო ფეხებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება ყოველდღიურ რიტმს აფერხებს. უმრავლესობა ამას უბრალო გადაღლას, ხანგრძლივად ფეხზე დგომას ან ზაფხულის პაპანაქება სიცხეს აბრალებს, თუმცა რეალურად, ეს ორგანიზმის ერთგვარი სიგნალია, კერძოდ მსგავსი სიმპტომები ხშირად ვენური უკმარისობის პირველი, ფარული ნიშნებია, რომლებიც დროულ ყურადღებას მოითხოვს.

ქრონიკული ვენური დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პროგრესირებადი ვენური დაავადებაა, რომელიც დროულ დიაგნოსტიკასა და შესაბამის მართვას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების საწყის ეტაპზე სიმპტომები ხშირად მსუბუქად ვლინდება, მათი უგულებელყოფის შემთხვევაში მდგომარეობა დროთა განმავლობაში შეიძლება გართულდეს და მნიშვნელოვნად შეაფერხოს ცხოვრების ხარისხი. დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება ისეთი გართულებების განვითარების რისკი, როგორიცაა ვარიკოზული ვენები, თრომბოფლებიტი, ღრმა ვენების თრომბოზი.

ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, წვის ან სიმხურვალის შეგრძნება, ღამის კრუნჩხვები, ქავილი და გაფართოებული ზედაპირული სისხლძარღვები ის სიმპტომებია, რომლებსაც ადამიანები ხშირად ყოველდღიურ გადაღლილობას, ზაფხულის სიცხეს ან ხანგრძლივ დგომას მიაწერენ. სწორედ ამიტომ ისინი ექიმთან მიმართვასა და მკურნალობას ხშირად აჭიანურებენ. რეალურად, აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე მიუთითებდეს. ამ დროს ვენებში არსებული სარქველები სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს, რის შედეგადაც სისხლი ქვედა კიდურებში გროვდება, იზრდება ვენებზე დატვირთვა, ზიანდება მათი კედლები და დროთა განმავლობაში ვითარდება მათი გაფართოება.

ქრონიკული ვენური დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს მემკვიდრეობითი ფაქტორებიც ასრულებს. თუმცა, გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს, რომ დაავადების განვითარება ან მისი პროგრესირება გარდაუვალია. პირიქით, ცხოვრების ჯანსაღი წესი, რისკ-ფაქტორების მართვა და დროული პრევენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვენების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ქრონიკული ვენური დაავადების პრევენციისთვის სპეციალისტები გვირჩევენ, დღის განმავლობაში მოვერიდოთ ერთ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნას, იქნება ეს ფეხზე დგომა თუ ჯდომა. სასურველია პერიოდულად გავიაროთ, შევასრულოთ მსუბუქი ვარჯიშები, მეტი ვიაროთ ფეხით და შევინარჩუნოთ ოპტიმალური სხეულის წონა. ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას, ფეხების გრილ გარემოში დასვენებასა და დასვენების დროს ქვედა კიდურების სხეულის დონეზე ოდნავ მაღლა მოთავსებას. ასევე სასარგებლოა კონტრასტული შხაპი, ცურვა და კომფორტული ფეხსაცმლის ტარება, ხოლო ხანგრძლივი მზის ზემოქმედებისა და გადახურებისგან თავის არიდება ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებას.

ქრონიკული ვენური დაავადების მართვა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ცხოვრების წესის კორექციასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვენოაქტიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს ვენური ტონუსის გაუმჯობესებას და დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემსუბუქებას.

ქრონიკული ვენური დაავადებების მართვაში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ შესწავლილ და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებულ აქტიურ ნივთიერებებს ფლავონოიდები წარმოადგენს. მათი ეფექტურობა და უსაფრთხოების პროფილი არაერთი კლინიკური კვლევითაა დადასტურებული. სწორედ ფლავონოიდების მიკრონიზებულ კომბინაციას შეიცავს „ტურბომიკრონ G“ - ესპანური ფარმაცევტული კომპანია Kern Pharma-ს ვენოტონური საშუალება.

turbomicrong-turbo-gel-01-1785146436.png

„ტურბომიკრონ G“ შეიცავს მიკრონიზებულ დიოსმინსა და ჰესპერიდინს. მიკრონიზაციის ტექნოლოგია ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების უკეთეს შეწოვას, ხოლო დიოსმინისა და ჰესპერიდინის კომბინაცია აუმჯობესებს ვენური კედლის ტონუსს, ამცირებს ვენურ სტაზს და ხელს უწყობს ქვედა კიდურებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ვენური უკმარისობის სიმპტომების სწრაფად მოსახსნელად, ტაბლეტირებულ საშუალებებთან ერთად რეკომენდებულია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული გელის გამოყენებაც.

„ტურბო გელი“ (კომპანია “WeltPharma”, გერმანია) მცენარეული წარმოშობის ვენოტონური საშუალებაა, რომელიც „ტურბომიკრონ G“-თან კომბინირებული გამოყენებისას იგი ხელს უწყობს ქვედა კიდურებში დისკომფორტის, სიმძიმისა და შეშუპების შემცირებას. კომბინირებული მკურნალობისას „ტურბო გელის“ თხელი ფენა დაიტანება ქვემო კიდურების მტკივნეულ ზედაპირზე, დღეში 2-ჯერ.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

R