TCL ტექნიკა - პრემიუმ ხარისხი და ინოვაციები ხელმისაწვდომ ფასად | Allnews.Ge

TCL ტექნიკა - პრემიუმ ხარისხი და ინოვაციები ხელმისაწვდომ ფასად

დღეს ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე უდიდესი კონკურენციაა. ასეთ გარემოში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ბრენდები, რომლებიც ახერხებენ თავისი ტექნოლოგიური ინოვაციები არა მხოლოდ პრემიუმ სეგმენტზე მიმართონ, არამედ ხელმისაწვდომი ფასითაც დააბალანსონ, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს მათი უპირატესობებით სარგებლობა.

ამ მხრივ, TCL ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ ტელევიზორებს თავად აწარმოებს. კომპანიას აქვს ეკრანების საკუთარი ქარხანა (CSOT). ბევრი თანამედროვე ბრენდისგან განსხვავებით TCL დამოუკიდებელად მართავს წარმოების სრულ ციკლს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ბაზარზე გაჩენილ ყველა ცვლილებაზე სწრაფი რეაქცია ჰქონდეს და, ამასთან, ტექნიკის ხარისხიც შეინარჩუნოს.

კომპანია თავად ქმნის ეკრანის მატრიცას და ხარისხს დეტალურად ამოწმებს. შუამავალი რგოლების ამოღება პროდუქციის თვითღირებულებას ამცირებს, ხოლო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები ბიუჯეტურ სეგმენტში სწორედ ამ გზით ინერგება. ბრენდი მაღალ ტექნოლოგიებს ფართო აუდიტორიას ბევრად მისაღებ ფასად სთავაზობს. ამიტომ, აღნიშნულ ტექნიკაში ინვესტირება გრძელვადიან საიმედოობას უკავშირდება.

  • TCL-ის მთავარი საყრდენი: ტელევიზორების ხაზი

ტელევიზორების წარმოება კომპანიის მთავარი მიმართულებაა. TCL ტელევიზორები ინოვაციური ვიზუალური ტექნოლოგიებითაა ცნობილი, რომელიც სახლში სრულ კინემატოგრაფიულ გამოცდილებას ქმნის. ამასთან, ბრენდის ასორტიმენტი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ფართოა ზომისა და წარმადობის მხრივ: მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 32-დიუმიანი კომპაქტური მოდელებიდან დაწყებული 115-დიუმიანი გიგანტური ეკრანებით დასრულებული ყველა მასშტაბის სივრცის შესაფერისი მოდელი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს TCL-ის Mini LED ტექნოლოგია. ტრადიციული განათებისგან განსხვავებით, Mini LED ათასობით მიკროსკოპულ დიოდს იყენებს და ეს დიოდები ასობით დამოუკიდებელ სინათლის ზონად იყოფა. მექანიზმი ასახავს აბსოლუტურ შავ ფერს — ბნელ კადრებში შუქი სრულად ითიშება და განათებული ობიექტების გარშემო მაქსიმალურად მკვეთრი კონტრასტი იქმნება.

TCL-ის ტელევიზორებში ასევე ჩაშენებულია Quantum Dot (QLED) ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია მიკროსკოპულ კრისტალებს იყენებს. სინათლის მოხვედრისას ეს კრისტალები ზუსტ, სუფთა ფერებს რეკლავს. QLED ეკრანს მილიარდობით ფერისა და ტონის იდენტიფიცირება შეუძლია, რის გამოც გამოსახულება მაქსიმალურად ბუნებრივი და რეალისტურია. მაღალი სიკაშკაშის გამო ეკრანებზე უმცირესი დეტალების გარჩევა მზიან ოთახშიც კი შესაძლებელია.

რაც შეეხება სიმძლავრეს, TCL იყენებს მე-3 თაობის AiPQ (Artificial Intelligence Picture Quality) ძრავს. სისტემა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე მუშაობს. პროცესორი წამში ათასობით კადრს აანალიზებს. ის რეალურ დროში არეგულირებს კონტრასტს, ფერების გაჯერებასა და სიმკვეთრეს. დაბალი რეზოლუციის კონტენტს AiPQ ძრავი ავტომატურად ამუშავებს და 4K ხარისხთან აახლოებს. ეს ტექნოლოგია ეკრანზე ასახულ სურათს სიღრმეს მატებს.

სმარტ ფუნქციები და გეიმინგის გაუმჯობესებული გამოცდილება

მძლავრი ვიზუალური ტექნოლოგიების პარალელურად, ახალი თაობის სმარტ ტელევიზორები სრულად ინტეგრირდება Google TV ოპერაციულ სისტემასთან და ამარტივებს აპლიკაციებთან (მაგალითად, YouTube, Netflix) წვდომას. სისტემა მომხმარებლის პირად გემოვნებას აანალიზებს და შესაბამის კონტენტს ავტომატურად არჩევს.

ვიდეოთამაშების მოყვარულებისთვის TLC-ის ეკრანები განსაკუთრებულ გეიმინგის გამოცდილებას ქმნის. 144Hz VRR (ცვლადი განახლების სიხშირე) ტექნოლოგია დინამიკურ სცენებში გამოსახულების სირბილეს ინარჩუნებს. AMD FreeSync Premium Pro სერტიფიკატი და Game Master რეჟიმი კონსოლზე თამაშისას კადრების წყვეტის რისკს მინიმუმამდე ამცირებს და მოთამაშეს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას უნარჩუნებს.

სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა

კომპანია მხოლოდ ტელევიზორებით არ შემოიფარგლება და საყოფაცხოვრებო მიმართულებასაც აქტიურად ავითარებს. ალტაში წარმოდგენილი TCL-ის ტექნიკა სხვა კატეგორიებსაც მოიცავს.

მაგალითად, კონდიციონერები TCL-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორიაა, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს. ბრენდის კლიმატური ტექნიკა მაღალი ენერგოეფექტურობითა და ინოვაციური ფუნქციებით (განსაკუთრებით კი FreshIN ტექნოლოგია) გამოირჩევა. ბაზარზე ხელმისაწვდომი მოდელები 15-დან 80 კვადრატულ მეტრამდე სივრცეებზეა გათვლილი.

სტანდარტული კლიმატური ტექნიკა მხოლოდ ოთახში არსებულ ჰაერს აგრილებს. FreshIN სისტემა კი გარედან იღებს სუფთა ჰაერს, ფილტრავს მას ალერგენებისა და მტვრისგან და ოთახში ისე აბრუნებს. ორმხრივი ჰაერის მიმოცვლა ჟანგბადის ჯანსაღ დონეს ინარჩუნებს. ეკოლოგიურად სუფთა R32 ფრეონის გამოყენება გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. კონდიციონერები ინვერტორულ ძრავებზე მუშაობს — საჭირო ტემპერატურას სწრაფად აღწევს და სტაბილურად იჭერს, რაც ელექტროენერგიის ხარჯს ამცირებს.

TLC-ის მაცივრების უახლესი მოდელები აღჭურვილია ინტელექტუალური გაგრილების რეჟიმით. ეს რეჟიმი ოპტიმალურ ტემპერატურას დამოუკიდებლად ადგენს და მიმართულია პროდუქტის სიახლე მაქსიმალურად ხანგრძლივად შეინარჩუნოს. სარეცხი მანქანები აერთიანებს ისეთ მოწინავე ფუნქციებს, როგორც ორთქლით რეცხვა და ინტელექტუალური წმენდა. ბევრ მოდელს აქვს „ტანსაცმლის დამატების“ ფუნქცია: მომხმარებელს შეუძლია ციკლის შეჩერება დავიწყებული ტანსაცმლის დასამატებლად, ისე რომ ციკლის დასრულებას არ უნდა დაელოდოს. უახლეს თაობას აქვს „დოლის წმენდის“ ფუნქციაც — მანქანა დამოუკიდებლად ახდენს დოლის სტერილიზაციას ცხელი წყლით, რათა მაქსიმალურად დაიცვას სამოსი ობისა და ბაქტერიებისგან.

TCL ალტაში — სანდო არჩევანი და გარანტია

საყოფაცხოვრებო თუ ციფრული ტექნიკის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციაა. დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეს ინვესტიცია სანდო პარტნიორის დახმარებით გააკეთო. ალტა ადგილობრივ ბაზარზე ლიდერი ტექნიკის მაღაზიათა ქსელია, რომელიც TLC-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ TCL ალტაში მაქსიმალურად ფართო კატალოგითაა წარმოდგენილი და ყველა ნივთზე მწარმოებლის ოფიციალური ქარხნული გარანტია ვრცელდება. ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება ტექნიკის ექსპლუატაციის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

სანდო ტექნოლოგიების, მაღალი წარმადობის, მუდმივი ინოვაციებისა და ოპტიმალური ფასის გამო TCL ტექნიკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. ბრენდის პროდუქციასთან გასაცნობად გვეწვიე ალტას ვებსაიტზე, დაათვალიერე ტექნიკა, შეადარე ერთმანეთს მოდელების ტექნიკური მახასიათებლები და შეარჩიე სწორედ ის ტელევიზორი, მაცივარი თუ სარეცხი მანქანა, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგება შენს სივრცეს.

#განახლებისდროა

R