Air Astana-მ ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების 15 წლის იუბილე აღნიშნა | Allnews.Ge

Air Astana-მ ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების 15 წლის იუბილე აღნიშნა

ავიაკომპანია Air Astana-მ ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის 15 წლის იუბილე თბილისში, ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების გაყიდვების დირექტორი სერიკ რის-ული და კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბაევა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საჰაერო კავშირის განვითარებაზე და სტუმრებს საქართველოს ბაზარზე კომპანიის საქმიანობის შესახებ სიახლეები გაუზიარეს.

2025 წელს Air Astana Group-მა ყაზახეთსა და საქართველოს შორის 270 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-იან ზრდას აჩვენებს. 2026 წლის ზაფხულის სეზონზე Air Astana და მისი დაბალბიუჯეტიანი შვილობილი კომპანია FlyArystan თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით კვირაში, ჯამში, 44 რეისს ახორციელებს.

2-1782722538.jpg

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სერიკ რის-ულიმ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ავიაკომპანიის ქსელში და ორ ქვეყანას შორის მოგზაურობაზე მოთხოვნის უწყვეტ ზრდას.

c0678f3b-7e09-4afc-966d-b657c8886293-1782736264.jfif

საქართველოდან მიმავალ მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით Air Astana-ს ალმატისა და ასტანას ჰაბების გავლით ყაზახეთის, ცენტრალური აზიისა და სხვა მიმართულებებით, მათ შორის, მუმბაისა და გუანჯოუში. ასევე ხელმისაწვდომია FlyArystan-ის ჩინეთის მიმართულებები, როგორიცაა: ინინი, სიანი და ურუმჩი. იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი სატრანზიტო დრო აქვთ, Air Astana სთავაზობს პროგრამას „Stopover Holiday“, რომლის პაკეტების ღირებულებაც 30 აშშ დოლარიდან იწყება.

0c93b8fa-2845-42b2-a1ff-d2c89bf8a4ce-1782736294.jfif

ავიაკომპანიამ ყურადღება გაამახვილა მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა გამოცდილებაზეც. Air Astana-ს APEX-ის მიერ მინიჭებული აქვს ხუთვარსკვლავიანი მსხვილი ავიაკომპანიის (Five Star Major Airline) რეიტინგი, ხოლო Skytrax-ის ვერსიით, ზედიზედ 14 წელია ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში საუკეთესო ავიაკომპანიად სახელდება.

5-1782722649.jpg

მდგრადი განვითარების ფარგლებში, Air Astana Group აგრძელებს ავიაფლოტის მოდერნიზაციას საწვავის მხრივ ეფექტური თვითმფრინავებითა და ტექნოლოგიებით, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

ღონისძიება დასრულდა გათამაშებით, სადაც ორმა იღბლიანმა გამარჯვებულმა თბილისი-ალმატი-თბილისის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთები მიიღო.

Air Astana-მ პირველი პირდაპირი რეისი ალმატისა და თბილისს შორის 2011 წლის ივნისში შეასრულა. გასული 15 წლის განმავლობაში Air Astana Group-მა სტაბილურად გააფართოვა თავისი ქსელი ყაზახეთსა და საქართველოს შორის, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის ტურისტული, ბიზნეს და კულტურული კავშირების გაძლიერებას.

Air Astana Group-ის შესახებ:

Air Astana Group არის უმსხვილესი ავიაკომპანიების ჯგუფი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში შემოსავლებისა და ფლოტის ზომის მიხედვით. ჯგუფი მართავს 63 საჰაერო ხომალდისგან შემდგარ ფლოტს თავისი ძირითადი გადამყვანის, 2002 წელს დაარსებული Air Astana-სა და 2019 წელს ჩაშვებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ის მეშვეობით. ჯგუფი ახორციელებს რეგულარულ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს შიდა, რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე, და ემსახურება მიმართულებებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ჩინეთში, შორეულ აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონში, ინდოეთსა და ევროპაში.

R