კრივი – სპორტი, რომელიც გამძლეობისა და კოორდინააციის უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

კრივი – სპორტი, რომელიც გამძლეობისა და კოორდინააციის უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ

კრივი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული, მათ შორის, საქართველოში. ბოლო ათეული წლებია, კრივით კავდებიან არა მხოლოდ ისინი, ვისაც ამ სპორტის დაუფლება და პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბება სურთ, არამედ უბრალოდ აქტიური ცხოვრების წესის მიმდევრებიც. მასზე, როგორც ფიტნეს აქტივობაზე მოთხოვნის ზრდა გასაკვირი სულაც არ არის, თუ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე მის მრავალმხრივ სარგებელს გავითვალისწინებთ.

  • კრივის მთავარი უპირატესობები

კრივის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მთელი სხეულის ტონუსში მოყვანაა. ვარჯიშის პროცესში ჩართულია როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურები, ასევე, მუცლისა და ზურგის კუნთები. ამგვარად, დატვირთვა მთელ სხეულზე ნაწილდება, რაც ყველა კუნთის თანაბრად განვითარებას უწყობს ხელს.

კრივის ფიზიკური სარგებელი მხოლოდ კუნთების გაძლიერებით არ შემოიფარგლება. ის დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და აუმჯობესებს სუნთქვის კონტროლის უნარს. ინტენსიური მოძრაობების შედეგად, ვარჯიშის დროს აქტიურად იწვება კალორიებიც, რაც წონის კორექციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამასთანავე, სხვადასხვა ტექნიკისა და მათი კომბინაციების შესრულებით, კრივი ხელს უწყობს სწრაფი რეაქციისა და კოორდინაციის უნარის განვითარებას. ასევე, გვეხმარება ენერგიის ზრდაში, ბალანსისა და მოქნილობის გაუმჯობესებაში.

ფიზიკური სარგებლის გარდა, კრივი იდეალური აქტივობაა მენტალური ჯანმრთელობისთვისაც. ის ამცირებს სტრესს, ამაღლებს გუნება-განწყობას, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და გვეხმარება თვითდისციპლინის გამომუშავებაში.

  • „რეფორმა“ – ადგილი, სადაც კრივის შესწავლას შეძლებთ

ფიტნესდარბაზების ქსელი „რეფორმა“ კლუბის წევრებს მრავალფეროვან გაკვეთილებსა და ჯგუფურ სესიებს სთავაზობს, რომლებიც მოვარჯიშეებს პროცესის გადახალისებასა და ახალი უნარების გამომუშავებაში ეხმარება. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრივის სესიებია.

კრივის შესწავლა „რეფორმაში“ კომფორტულ გარემოში პროფესიონალი მწვრთნელების დახმარებით მიმდინარეობს, რაც მოვარჯიშეს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად გაეცნოს აქტივობის საფუძვლებს და უსაფრთხოდ, ტრავმების გარეშე დაეუფლოს სპორტის ამ სახეობას.

კრივის სესიებზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერ ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე მსურველებს, რადგან კლუბში სწავლება ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება. შესაბამისად, ინსტრუქტორი პროგრამის შედგენისას ითვალისწინებს თითოეული მოვარჯიშის მონაცემებსა და მიზნებს. გარდა ამისა, სასწავლო პროცესი იწყება საბაზისო ტექნიკების ათვისებით და ეტაპობრივად გადადის უფრო რთულ ელემენტებზე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ვარჯიშსა და სტაბილურ პროგრესს.

ჯგუფურ სესიებზე უფრო მეტის გასაგებად ეწვიეთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს myreform.ge. აქვე იხილავთ განრიგსა და სხვა საჭირო ინფორმაციას გაკვეთილებზე ჩასაწერად.

გაიუმჯობესეთ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა „რეფორმაში“ და აღმოაჩინეთ თქვენი ახალი შესაძლებლობები ჩვენი პროფესიონალი მწვრთნელების დახმარებით.

R