კვამლის მიღმა - რა უნდა ვიცოდეთ წვაზე
ბუხარი, კოცონი, დამწვარი ფოთლები თუ სიგარეტის კვამლი - ერთი შეხედვით, განსხვავებული მოვლენებია, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ: წვა. ამ დროს ჰაერში ხვდება არა მხოლოდ სუნი და კვამლი, არამედ უხილავი ნაწილაკები და ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გარემოსა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს.
წვისას გამოიყოფა მხუთავი აირი (CO) და ათასობით ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც რჩება ჰაერში, აღწევს ფილტვებში და აზიანებს ორგანიზმს. ამიტომ, კვამლი მხოლოდ უსიამოვნო სუნი არ არის - ის უხილავი დაბინძურების ნიშანია.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) თანახმად, სიგარეტის შემთხვევაში, ზიანის ძირითადი წყარო წვის პროცესში წარმოქმნილი მრავალი ტოქსიკური და კანცეროგენური ნივთიერებაა, ამასთან, ნიკოტინი რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია, არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად არ არის უსაფრთხო.
ნიკოტინის შემცველი არცერთი პროდუქტი არ არის უსაფრთხო, ის იწვევს დამოკიდებულებას, თუმცა, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ანგარიში აჩვენებს, რომ ნიკოტინის შემცველი პროდუქტები ერთმანეთისგან რისკის მიხედვით განსხვავდება - პროდუქტებში, სადაც წვა არ მიმდინარეობს, ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნა მნიშვნელოვნად მცირდება, რის გამოც, ამავე ანგარიშის მიხედვით, ისინი სიგარეტთან შედარებით პოტენციურად ნაკლები ზიანის შემცველ ალტერნატივად განიხილება, თუმცა არა უსაფრთხოდ.
შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს დაბინძურებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი არის წვა.