MyHome უძრავი ქონების გარიგებებს ამარტივებს - პლატფორმას ხელშეკრულებების შაბლონები დაემატა
უძრავი ქონების უდიდესი პლატფორმა საქართველოში, MyHome, მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალს სთავაზობს, რომელიც ბინის ქირაობისა თუ ყიდვა-გაყიდვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. პლატფორმაზე სპეციალური სექცია - ხელშეკრულებების შაბლონები დაემატა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წინასწარ გამზადებული დოკუმენტაციით სარგებლობა.
როგორც წესი, უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ფორმალობები მომხმარებლებისთვის გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება. იქნება ეს ბინის ყიდვა-გაყიდვა თუ საცხოვრებლის დაქირავება, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გამართული დოკუმენტაციის მოძიებაა. ხშირად ადამიანებს უწევთ დროის ხარჯვა არასანდო ინტერნეტ-წყაროებში ან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა იურიდიული ფორმების მოსამზადებლად. MyHome-ის ახალი ინიციატივა სწორედ ამ პროცესის გამარტივებას ემსახურება - გარიგების ეტაპები ახლა უკვე ერთ სივრცეშია გაერთიანებული.
ახალ სექციაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სრულიად უფასოდ გადმოწეროს სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული დოკუმენტები:
- ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება;
- ქირავნობის ხელშეკრულება;
- წინარე ხელშეკრულება (დაჯავშნის ან პირობების შეთანხმებისთვის);
- ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა;
- ფასის ცვლილების შესახებ შეთანხმება;
- ვადის ცვლილების დოკუმენტი.
ამ ინსტრუმენტის დახმარებით, მხარეებს შორის კომუნიკაცია და გარიგების გაფორმება გაცილებით სწრაფი და კომფორტული ხდება.
„ჩვენი მიზანია, MyHome იყოს არა მხოლოდ ადგილი, სადაც ადამიანები უძრავ ქონებას ეძებენ, არამედ პლატფორმა, რომელიც გარიგების დასრულებამდე მათ ყველა ეტაპზე დაეხმარება. მომხმარებლებისგან ხშირად გვესმოდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გარკვეული ბარიერები იქმნებოდა. ხელშეკრულებების შაბლონების დამატებით, ჩვენ ვუპასუხეთ ამ საჭიროებას და პროცესი უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გავხადეთ როგორც გამყიდველებისთვის, ისე მყიდველებისა და გამქირავებლებისთვის“, - აცხადებენ MyHome-ში.
ახალი ფუნქციონალი განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვინც დამოუკიდებლად, შუამავლის გარეშე ცდილობს ბინის დაგირავებას, გაქირავებას ან გაყიდვას. ასევე, ის სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება ბროკერებისა და მცირე დეველოპერებისთვისაც.
უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული ფორმალობები ახლა უფრო მარტივი სამართავია. შაბლონები უკვე ხელმისაწვდომია MyHome-ის ვებგვერდზე: https://www.myhome.ge/xelshekrulebis-shabloni/
R