18 წელი წიგნებთან ერთად - როგორ შეცვალა „ბიბლუსმა“ საქართველოში კითხვის კულტურა
ბრენდი, რომელიც ყველას უყვარს და რომელსაც წიგნიერებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში, ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი იმ ასეულობით თანამშრომელთან ერთად, რომელიც წლებია, ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება - ეს „ბიბლუსია“, თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზია, რომელიც 23 მაისს 18 წლის ხდება!
საიუბილეო თარიღს „ბიბლუსი“ კვლავ მკითხველებთან ერთად აღნიშნავს კამპანიებითა და შეთავაზებებით, რომლებიც ტრადიციულად წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება. განვლილი წლების განმავლობაში კომპანიამ შეძლო, მთელი საქართველოს მასშტაბით გაეხსნა წიგნის მაღაზიები, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა ხელმისაწვდომი გაეხადა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.
„ბიბლუსმა“ დანერგა ახალი ბიზნეს მოდელიც, თუმცა ხედვა და მიზანი უცვლელია - ყველა პროექტი წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოემსახუროს.
რა შედეგებით ხვდება იუბილეს, რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა წლების განმავლობაში და როგორია კომპანიის გეგმები, დეტალურად საუბრობს „ბიბლუსის“ დირექტორი, ნინო მელაშვილი:
- „ბიბლუსი“ 18 წლის გახდა - როგორ შეაჯამებთ კომპანიის მიერ განვლილ გზას?
„ბიბლუსმა“ საქმიანობა 2008 წელს ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი უკვე 87 ფილიალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს 18 წელი იყო განვითარების, ცვლილებებისა და მუდმივი ზრდის პერიოდი.
კომპანიისთვის გარდამტეხი ეტაპები იყო: რეგიონებში გაფართოება, „ბიბლუსი გალერეების“ შექმნა და ბოლო წლებში ფრენშაიზის მოდელის დანერგვა. ამ პროცესებმა „ბიბლუსი“ თანამედროვე საცალო ქსელად აქცია.
დღეს, „ბიბლუსი“ მხოლოდ წიგნის მაღაზიათა ქსელი აღარ არის - ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს წიგნს, განათლებას, კულტურასა და ოჯახურ გამოცდილებას.
- რა არის „ბიბლუსის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა?
ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის ნდობა, რომელიც მომხმარებელთან წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ.
„ბიბლუსმა“ შეძლო, გამხდარიყო ბრენდი, რომელსაც ადამიანები მხოლოდ პროდუქციასთან არ აკავშირებენ - მათთვის ეს არის ადგილი, სადაც ხვდებათ მყუდრო გარემო, ხარისხიანი მომსახურება და მრავალფეროვანი არჩევანი.
ასევე ძალიან საამაყოა, რომ დღეს „ბიბლუსში“ წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოური გამომცემლობების წიგნები და მომხმარებლისთვის ერთ სივრცეში თავმოყრილია სხვადასხვა ასაკსა და ინტერესზე მორგებული როგორც წიგნების, ისე საკანცელარიო, სასკოლო, საბავშვო და თემატური აქსესუარების ფართო ასორტიმენტი.
- რა გავლენა მოახდინა კომპანიამ საქართველოს წიგნის ბაზარზე?
„ბიბლუსმა“ საქართველოში თანამედროვე წიგნის საცალო ბაზრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა ორგანიზებული, თანამედროვე სივრცე, სადაც წიგნის შეძენა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ გარემო და მომსახურება.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა წიგნის ხელმისაწვდომობა - დღეს, მომხმარებელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუძლია მიიღოს იგივე ხარისხის მომსახურება და ასორტიმენტი, რაც დიდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი.
ირაკლი გაგნიძე ხშირად ამბობდა, რომ „ბიბლუსი“ ემსახურებოდა ყველაზე დიდ საქმეს - წიგნიერების გავრცელებას. ეს იდეა რჩება კომპანიის მთავარ ღირებულებად.
- რა მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონებში „ბიბლუსის“ საქმიანობის განვითარებასა და მომხმარებლის ნდობის მოპოვებას?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, წიგნი მხოლოდ დედაქალაქში არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ „ბიბლუსი“ აქტიურად განვითარდა რეგიონებში და დღეს მაღაზიები ფუნქციონირებს ისეთ ადგილებში, სადაც ადრე წიგნის შეძენა მართლაც რომ რთული იყო.
- როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ფრენშაიზის მოდელის დანერგვა. როგორ შეაფასებთ შედეგებს?
ფრენშაიზის მოდელი „ბიბლუსისთვის“ მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი აღმოჩნდა. 2022 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით პოზიტიური შედეგები მივიღეთ და დავინახეთ, რომ მოდელი წარმატებით მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე რეგიონული განვითარების კუთხით.
ფრენშაიზმა მოგვცა შესაძლებლობა, უფრო სწრაფად შევსულიყავით ახალ ლოკაციებზე და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად შეგვექმნა ძლიერი ქსელი. სამომავლოდ ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას ვგეგმავთ.
- რას ნიშნავს „ბიბლუსის“ კორპორაციული კულტურა, რა ღირებულებებს ეფუძნება ის?
„ბიბლუსი“ დღეს ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივი დამსაქმებელია და ასეულობით თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენთვის კორპორაციული კულტურა ნიშნავს განვითარებას, გუნდურობას და საერთო ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები საკუთარ თავს მხოლოდ სამსახურის ნაწილად არ აღიქვამდნენ, არამედ თავს გრძნობდნენ იმ იდეის განმახორციელებლებად, რომელსაც „ბიბლუსი“ ემსახურება. ეს კი წიგნიერების გავრცელებაა.
კომპანიაში ბევრი ადამიანია, ვინც კარიერულად სწორედ „ბიბლუსში“ გაიზარდა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა.
- რა გეგმები გაქვთ ციფრული განვითარების მიმართულებით?
ციფრული განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ბიბლუსის“ ვებგვერდსა და ონლაინ პლატფორმას ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სტუმრობს და ამ გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ.
გეგმაში გვაქვს უფრო მოქნილი და პერსონალიზებული სერვისების განვითარება, ონლაინ და ოფლაინ არხების ინტეგრაცია, სწრაფი მიწოდების მიმართულების გაძლიერება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მომხმარებელთან კომუნიკაციასა და ანალიტიკაში.
- რა სოციალურ პროექტებს ახორციელებს „ბიბლუსი“?
„ბიბლუსისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რომელიც 2024 წელს ირაკლი გაგნიძემ და გიორგი კეკელიძემ დააარსეს. ორგანიზაცია „ბიბლუსთან“ ერთად საქართველოს სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ბიბლიოთეკებს აწყობს, რათა წიგნსა და განათლებაზე ყველასთვის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
დღეს ქართული ბიბლიოთეკები უკვე ფუნქციონირებს ამსტერდამში, კარლსრუეში, ვროცლავში, მადრიდში, ერევანში, ემპოლიში, სტამბოლსა და სეულში. მიმდინარე წელს კიდევ ხუთ ქალაქში იგეგმება ახალი ქართული ბიბლიოთეკების გახსნა.
ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის მხოლოდ წიგნების გადაცემას არ გულისხმობს - ის ქართული ენის, კულტურისა და განათლების შენარჩუნებას ემსახურება, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის.
ასევე „ბიბლუსი“ აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო, კულტურულ და საქველმოქმედო პროექტებში, ავტორებთან შეხვედრებსა და წიგნის პოპულარიზაციის კამპანიებში.
- განვითარების რა გეგმები აქვს კომპანიას?
„ბიბლუსი“ გააგრძელებს განვითარებას როგორც საცალო ქსელის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო სივრცეები, ფართო ხარისხიანი ასორტიმენტი, მაღალი ხარისხის მომსახურება და ახალი გამოცდილებები.
ასევე ვგეგმავთ რეგიონებში გაძლიერებას და ფრენშაიზის მიმართულების განვითარებას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალშიც გვსურს, წიგნი და განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი თაობებისთვის.
(R)