სილქნეტის და National Geographic საქართველოს შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება
საქართველოს მღვიმეებში მიმდინარე კვლევებზე, ახალ აღმოჩენებსა და სამეცნიერო გარღვევებზე საჯარო ლექცია გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ნიკოლოზ წიქარიძემ და შალვა ბარჯაძემ ყურადღება გაამახვილეს სამეცნიერო კომუნიკაციის მნიშვნელობასა და ფორმებზე, მათ შორის, კინოდოკუმენტალისტიკაზე; ასევე ისაუბრეს ილიას უნივერსიტეტში დაგეგმილ სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის თაობაზე.
ლექციის სპიკერები თავად არიან წარმატებული მკვლევრები. ზოოლოგი და ბიოლოგი შალვა ბარჯაძე 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. პალეოანთროპოლოგი და არქეოლოგი ნიკოლოზ წიქაძე მრავალი წელია მღვიმეების კვლევითი პროექტების ხელმძღვანელი და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორია.
შემეცნებითი შეხვედრების სერია კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2022 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ცოდნის პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებისთვის სამეცნიერო სიახლეების გაზიარებას.
საერთაშორისო ჟურნალ National Geographic-ის ქართული რედაქცია 2012 წელს სილქნეტის თანადგომით დაფუძნდა. დაინტერესებული მკითხველი ეცნობა საბუნებისმეტყველო, ისტორიულ, ტექნოლოგიურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ სიახლეებს. National Geographic საქართველოსა და სილქნეტის თანამშრომლობით იქმნება ლექციებისა და პოდკასტების ციკლიც, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი სილქნეტის პლატფორმებზე.
R