„იმედი L“ მზის პანელების კომპანიების ქონების დამზღვევი და სტრატეგიული პარტნიორია
იმედი L 30 წელზე მეტია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. გასულ წელს კომპანია ახალ სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, საქმიანობის არეალი გააფართოვა და დღეს მომხმარებელს დაცვის სრულყოფილ სისტემას სთავაზობს. განახლებული მოდელი ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს ჯანმრთელობის, ავტო, ქონების, მოგზაურობისა და ბიზნესის დაზღვევას.
თანამედროვე სამეწარმეო გარემოში ბიზნესის ზრდასთან ერთად მფლობელის პასუხისმგებლობაც იმატებს. საოფისე ფართი, საწარმოო ხაზი თუ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ის ინვესტიციებია, რომლებიც ყოველდღიურად ქმნის ღირებულებას. შესაბამისად, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი რისკი პირდაპირ საფრთხეს უქმნის კომპანიის სტაბილურობას.
ამ რეალობის გათვალისწინებით, იმედი L პარტნიორებს სთავაზობს არა შაბლონურ დაზღვევას, არამედ თითოეული ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებულ, ინდივიდუალურ გადაწყვეტებს.
ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობას განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ისეთი კომპანიები, რომელთა საქმიანობა სპეციფიკურ რისკებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მზის პანელების კომპანიები - „სანრეი“ და „ფაუერ თრეიდინგი“, რომლებიც ქართულ ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესს სუფთა ენერგიას სთავაზობენ, იმედი L-ის სტრატეგიულ პარტნიორებად იქცნენ.
მზის პანელების კომპანიები - „სანრეი“ და „ფაუერ თრეიდინგი“ ქართული ენერგეტიკული ბაზრის კომპანიებია, რომლებიც მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის მომავალს აყალიბებენ. კომპანიები უკვე მრავალი წელია საქართველოს ბაზარზე აქტიურად არიან წარმოდგენილები და მომხმარებელს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობენ სუფთა ჰიდრო-ენერგიას მოქნილი ფასებით და ინდივიდუალური გეგმებით.
„ჩვენს საქმეში მთავარი აქტივი მზის პანელებია, რომლებიც მუდმივად ღია ცის ქვეშ, წვიმაში, სეტყვასა და ქარშია. ყველაზე მეტად გვაშინებდა სტანდარტული დაფარვის მიღება, რომელიც რეალურ კრიზისში არ იმუშავებდა. იმედი L-თან თანამშრომლობისას კი ზუსტად ეს მომენტი შეიცვალა - როცა იცი, რომ ყოველი დაზიანებული პანელი შენი ბიზნესის გაჩერებას არ ნიშნავს, მუშაობა ბევრად მარტივია,“ აღნიშნავს ნიკოლოზ გულიაშვილი, „სანრეის“ და „ფაუერ თრეიდინგის“ მმართველი პარტნიორი.
იმედი L-ში მიიჩნევენ, რომ მწვანე ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების დაზღვევა ორმაგ ღირებულებას ქმნის: ის იცავს როგორც ბიზნესს, ისე მის მიერ გაზიარებულ ეკოლოგიურ ფასეულობებს.
„ჩვენთვის ყველა კლიენტი განსხვავებულია, შესაბამისად, ყველა ბიზნესს განსხვავებული სტრატეგია სჭირდება. ჩვენ სტანდარტულ დაზღვევას კი არ ვყიდით, არამედ ვეხმარებით მომხმარებელს, დაინახოს თავისი რეალური საჭიროება.
გვსურს, თითოეული პარტნიორი გრძნობდეს, ინდივიდუალურ მორგებას, იცოდეს, რომ ზარალის დადგომის შემთხვევაში, იმედი L სწორედ ისაა, ვინც მათ გვერდით იქნება და მათ ბიზნეს მიზნებს დააზღვევს, სწორედ ესაა იმედი L-ის სტრატეგიის მთავარი ამოსავალი წერტილიც - მოერგოს მომხმარებელს ზუსტად ისე, როგორც ეს მის საჭიროებებს შეესაბამება.“ - ამბობენ იმედი L-ში.
R