აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
პირველი ვიდეოპორტალი საქართველოში Myvideo, სატელევიზიო აპლიკაცია SilkGo-სთან გაერთიანდა. ორი პლატფორმის ინტეგრაციით (Silk Go + MyVideo), მომხმარებელს წვდომა აქვს ტელე არხებზე, ვიდეოებზე, ფილმებზე, სერიალებსა და გენერირებულ კონტენტზე. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის, ისე ვებ ვერსიის გამოყენებით.
SilkGo 150-ზე მეტი ქართული და უცხოული არხით მაუწყებლობს, მათ შორისაა: შემეცნებითი, გასართობი, საინფორმაციო კინო და Silk-ის ბრენდის ქვეშ არსებული ყველა არხი. მათ შორის Silk Sport-ის არხები, სადაც მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, თვალი ადევნოს წამყვან სპორტულ ღონისძიებებს, ჩემპიონთა ლიგას, ლა ლიგას, პრემიერლიგას, NBA-ს, დოღი, მოტო სპორტი, ჩოგბურთი და სხვა.
ქართული ტელე არხების კატეგორია ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ, როგორც აპლიკაციაში, ისე ვებ ვერსიაში; ტვ პლატფორმას ნებისმიერ დივაისზე მარტივი ინტერფეისი აქვს. ამავე დროს, აპლიკაცია Silk Go თავსებადია სმარტ ტელევიზორებისთვისაც (საქართველოს ტერიტორიაზე).
განახლებულ და MyVideo-სთან ინტეგრირებულ SilkGo აპლიკაციაში, მომხმარებელს დახვდება სამჯერ მეტი არჩევანი, მრავალფეროვანი არხები, მოკლე, საინტერესო ვიდეოები, თემატურად დაყოფილი კონტენტი და სტრიმინგი HD ხარისხში.
მნიშვნელოვანი სიახლეა ვიზიტორებისთვის ისიც, რომ პლატფორმაზე პერსონალური კონტენტის შექმნის შესაძლებლობა არსებობს. ეს სივრცე რეგისტრირებულ მომხმარებელს საკუთარი გვერდის გენერირების საშუალებას აძლევს. მას შეუძლია უფასოდ განათავსოს ვიდეოები, პოდ კასტები, ვებინარები. კონტენტი ინტერაქტიულია, აქვს გაზიარების, გამოწერის, რეაქციის გამოხატვის და რეკომენდაციების მიღების ფუნქცია.
სატელევიზიო არხებთან ერთად, აპლიკაციაში მომხმარებელს უფასო წვდომა ექნება ვიდეოთეკაზე, სადაც განთავსებულია შემეცნებითი კონტენტი: National Geographic საქართველოს ლექციების ჩანაწერები; NG საქართველოს რჩეული სტატიების აუდიოვერსიები.
განახლებული ციფრული პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია: აპლიკაციით Silk Go და ვებზე silkgo.ge
R