იმედი L-მა ავტოგაქირავების სექტორთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო
სადაზღვევო კომპანია იმედი L-ისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ავტოგაქირავების სექტორთან თანამშრომლობაა. სწორედ ამ მიზნით, იმედი L-მა უკვე შესთავაზა ავტოგაქირავების კომპანიებს მოქნილი და მათ ბიზნესზე მორგებული სადაზღვევო პირობები.
თანამშრომლობის მაგალითია Car Rent in Georgia-სთან დაწყებული პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის მიერ გაქირავებული ავტოტრანსპორტი დაზღვეულია იმედი L-ის შესაბამისი სადაზღვევო პოლისით. ამის შედეგად, როგორც ავტომობილები, ისე ამ სერვისით მოსარგებლე ტურისტები უზრუნველყოფილნი არიან სადაზღვევო დაცვით, რაც საქართველოში უსაფრთხო და მშვიდ მგზავრობას უწყობს ხელს.
იმედი L-ის მიდგომა მიზნად ისახავს ავტოგაქირავების ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას - რისკების მართვის გამარტივებას, ავტოპარკის დაცვის გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის სანდო მომსახურების შეთავაზებას.
“ჩვენთვის, როგორც დაზღვევისთვის, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მორგებულობაა, მნიშვნელოვანია რომ ყველა სექტორს თუ ბიზნესს, მათზე მორგებული პირობები და თანამშრომლობა შევთავაზოთ. მიგვაჩნია, რომ ავტოგაქირავების სექტორისთვის დაზღვევა არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნა, არამედ კონკურენტული უპირატესობაა, როგორც კომპანიებთან, ასევე მომხმარებლებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, საინტერესო უნდა იყოს დაზღვევასთან მჭიდრო თანამშრომლობა.“-ამბობენ იმედი L-ში.
კომპანია CAR RENT IN GEORGIA 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ საქართველოს ავტოგაქირავებისა და ტურიზმის ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის ყველაზე მოსახერხებელი პროდუქტის შექმნა და მათი ნდობის მოპოვება. CAR RENT IN GEORGIA მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილების დაქირავების სერვისს თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით.
„იმედი L-თან უკვე მრავალი წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ. ჩვენი ავტომობილების დაზღვევაც სწორედ იმედი L-ს ვანდეთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევა რეალურ, პრაქტიკულ სარგებელს გთავაზობდეს. ჩვენი სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორი დაზღვევა ბიზნესის გამართული მუშაობის ერთ-ერთი საფუძველია, შესაბამისად ეს თანამშრომლობა და მხარდაჭერა განსაკუთრებით დასაფასებელია“, - ლაშა ბერეკაშვილი, CAR RENT IN GEORGIA-ს თანადამფუძნებელი.
R